აფხაზეთი რუსეთთან “საზღვრის” გახსნის შემდეგ ეპიდაფეთქების ზღვარზეა
თამთა ჩაჩანიძე
04.08.2020

ოკუპირებულმა აფხაზეთმა საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხნის თარიღი შეცვალა, ანალიტიკოსთა აზრით, ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, თუმცა, გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტუსრისტული სეზონი არ ჩავარდნილიყო.

კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის რუსეთის ოპერატიულმა შტაბმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვრის გახსნა 1-ელი აგვისტოდან გადაწყვიტა - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

"შტაბმა გადაწყვეტილება „როსპოტრებნადზორის" და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე მიიღო, მათ აფხაზეთში სანიტარული და ეპიდემიოლოგიურ ვითარება შეაფასეს და აფხაზეთის ინფრასტრუქტურული ობიექტების ტურისტების მისაღებად მზადყოფნის შესახებ განაცხადეს " - განმარტა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განკარგულებით, ე.წ. საზღვრის გახსნა 4 აგვისტოს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოსკოვში მისი ვიზიტის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს.

გავრცელებული მონაცემებით, ე.წ. საზღვრის გახსნიდან დღემდე "ფსოუს" გამშვები პუნქტი 30 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" განმარტავს, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში ე.წ. საზღვრის გახსნის დასაჩქარებლად ჩავიდა, რადგან მისი თქმით, სოხუმში ტურისტული სეზონი ვარდებოდა და სოჩასა და ადლერშიც რუსი ტურისტების მოზღვავება შეინიშნებოდა.

„ბჟანია ჩასული იყო, რომ ეს პროცესი დაეჩქარებინა, იმიტომ რომ ტურისტული სეზონი აშკარად უვარდებოდათ, ჩანდა რომ სოჩაში ბევრი რუსი ტურისტი იყო, გადავსებული იყო და აფხაზეთში არავინ არ შემოდიოდა და უკმაყოფილებას თვითონ აფხაზი სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები გამოხატავდნენ, აშკარად გრძნობდნენ, რომ სეზონს კარგავდნენ.

„ამიტომ სეზონი რომ არ დაეკარგათ, ასეთ სარისკო ნაბიჯზე წავიდნენ, ვირუსული აფეთქება ჰქონდათ, რამდენიმე ადამიანი ერთად იყო ინფიცირებული, ვიდრე აქამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთს სთხოვეს, რომ გახსნილიყო, რუსეთსაც ეს აწყობდა, იმიტომ, რომ ტურისტები მართლა ძალიან მოზღვავდა.

„საზღვარგარეთ ხალხი ვერ მიდის, სოჩაში და ადლერში ბევრი ადამიანი მოგროვდა, რუსეთსაც აწყობდა, რომ ტურისტების ნაწილი აფხაზეთისკენ გაეწოვა და ამიტომ შედარებით ჩქარა მიიღეს გადაწყვეტილება, ვიდრე აპირებდნენ.

„აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან რთულია, გუშინ ე.წ. პრემიერ-მინისტრ ანქვაბთან დიდი დაძაბულობა იყო, ანქვაბმა ექიმებს საყვედურიც კი უთხრა, ექიმებმა კი საყვედური იმის შესახებ გამოთქვეს, რომ ჩვენ ამდენ ავადმყოფს ვერ გავუძლებთო. ძალიან სერიოზული კამათი იყო, ექიმებმა გამოთქვეს პროტესტი, რომ ასე წინდაუხედავად და დაუფიქრებლად საქართველო-რუსეთის საზღვარი გახსნეს.

„ამ ფონზე კი ანქვაბმა ექიმები გააკრიტიკა, რომ ისინი ყველაფრით უზრუნველყოფილები არიან და ვალდებულები არიან, რომ თავის მოვალეობა შეასრულონო, იმიტომ რომ ტურისტების მიღება საჭიროაო. ამაზე კამათი იყო, რომ ადგილობრივი მედიცინა იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც შეიძლება საზღვრის მოულოდნელმა გახსნამ მოიტანოს, რამდენად გაუმკლავდება.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველო-რუსეთის საზღვრის გახსნამდე გართულებული იყო, გახსნამდე ერთი დღით ადრე, კორონავირუსით დაინფიცირებული ოცამდე ადამიანი გამოვლინდა, ასე რომ, ფონი ამან უკვე შეცვალა, როგორც წესი ვითარებას უცებ ვერ აკონტროლებენ.

„ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან შეცვლილი და გაუარესებულია - მაგრამ ეს საზღვრის გახსნამდე მოხდა, ახლა ალბათ მეტს ელოდებიან, მაგრამ ჯერ დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა.

"კვლევები გუშინ ჩაატარეს და ამ მონაცემებით არცერთი დადასტურებული შემთხევა არაა, მას შემდეგ, რაც საქართველო-რუსეთის საზღვარი გაიხსნა, კორონავირუსის ახალი შეთხვევა ჯერ არაა" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტიდან ჩაკეტა, დაწესებული შეზღუდვების დროს ფსოუზე გადაადგილება მხოლოდ ე.წ.დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, რუს სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს შეეძლოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×