სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ალექსანდრე შალაბერიძე
    03.12.2009

       ამ სტატიაში მინდა შევეხო ნახევრად-საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას და სრულიად დავეთანხმო ბატონების ვახტანგ ძაბირაძისა და ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებას, როდესაც ისინი ფრანგულ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს უმართავ ნაღმს ადარებენ ("ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა - უმართავი ნაღმი", "რეზონანსი", 23 ნოემბერი, 2009. შემდგომ ყველგან, სადაც მითითებული არ იქნება წყარო, ბრჭყალებში მოცემული ციტატები ეკუთვნით ამ ავტორებს). და ეს უმართავი ნაღმი, რაც ქ რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს (1958 წლიდან), რამოდენიმეჯერ ამოქმედების წინაშეც იდგა.
       ეს პოლიტიკური ნაღმი მდგომარეობს იმაში, რომ, რამდენადაც ქ რესპუბლიკის კონსტიტუციაში შენარჩუნებულია საფრანგეთის რესპუბლიკის  საპარლამენტო მმართველობის (1946-1958წწ) ელემენტები, აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია ეფექტურად წარმართოს საკუთარი პოლიტიკა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ კრებაში (პარლამენტის ქვედა პალატა) უმრავლესობა ყავს. 1958 წლის კონსტიტუციით, საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი იქცა, ქვეყნის პოლიტიკური მექანიზმის ერთადერთ უმთავრეს ფიგურად.
       ამაში, რომ დავრწმუნდეთ საკმარისია, თვალი გადავავლოთ მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. 1962 წლის კონსტიტუციურმა რეფორმამ, რომლის მიხედვითაც შემოღებულ იქნა პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი წესით არჩევა, კიდევ უფრო გააძლიერა მისი უფლებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ფაქტიურად ქვეყნის ერთმმართველი გახადა. საფრანგეთის პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის (საპარლამენტო მმართველობის შემთხვევაში) ძალას და უფლებებს დაემატა აღმასრულებელი ხელისუფლების ძალა და უფლებები,  მიიღო რა  მინისტრთა საბჭოში თავჯდომარეობის უფლება (ფსაფრანგეთის კონსტიტუციაფ, მუხლი. 9) და ფაქტიურად გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.
       პრეზიდენტის ფიგურა აღმოჩნდა ბევრად ძლიერი, ვიდრე ეს საპრეზიდენტო რესპუბლიკებშია, კერძოდ აშშ-ში: პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული კრების დათხოვნის უფლება (მუხ. 12), შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრზე გადაბრალებით, გაექცეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილებები (მუხ. 16), საფუძველს იძლევა ვუწოდოთ საფრანგეთის თანამედროვე პოლიტიკურ რეჟიმს "რესპუბლიკური მონარქია" (ა.ფილიპენკო).
       კონსტიტუციური მოწყობის ნაღმები თავს, მაშინვე იჩენს, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გუნდს არ წარმოადგენს. ორჯერ, 80-იან (1986-1988) და 90-იან (1993-1995) წწ.-ში სოციალისტი ფ. მიტერანის პრეზიდენტობის დროს, როდესაც მემარჯვენე პარტიებმა უმრავლესობა მოიპოვეს ნაციონალური კრების არჩევნებში, და  საშუალება მიეცათ მოეხდინათ მთავრობის ფორმირება, აღმოჩნდა, რომ  მთავრობის მიერ მიღებულ პირველსავე სამართლებრივ აქტზე, რაზეც პრეზიდენტს კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული ხელისმოწერის უფლება, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა. იმავე წელს პრეზიდენტმა, კიდევ ორჯერ უარი თქვა სამთავრობო აქტების ხელისმოწერაზე. სამივე შემთხვევაში მთავრობა იძულებული გახდა სამთავრობო სამართლებრივი აქტები შეეტანა პარლამენტში და ისინი კანონის სახით მიეღოთ. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც უარი თქვა ხელი მოეწერა მთავრობის სამართლებრივ აქტებზე, საბოლოო ჯამში პარლამენტის მიერ მიღებულ ანალოგიური შინაარსის კანონებზე იძულებული იყო ხელი მოეწერა.
       ანალოგიურად წინააღმდეგობაში მოვიდა  პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხი. საფრანგეთის კონსტიტუციის ორი მუხლი, რომელიც ეხება აღნიშნულ საკითხს წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. 29-ე მუხლი ადგენს, რომ ეროვნული კრება, განსაზღვრული დღის წესრიგით მოიწვევა პრემიერ-მინისტრის ან ეროვნული კრების უმრავლესობით. 30-ე მუხლით, კი სესიები იხსნება და იხურება პრეზიდენტის დეკრეტით. მთავრობის მცდელობამ 1986 წლის ბოლოს მოეწვია რიგგარეშე სესია შექმნა კრიზისი, რომლის დაძლევაც მოხერხდა მხოლოდ 1988 წელს, როცა პრეზიდენტმა დაითხოვა ეროვნული კრება და ახალი არჩევნების შედეგად ეროვნულ კრებაში უმრავლესობით მოვიდნენ მიტერანის სოციალისტები. ანალოგიური განმეორდა 1993-1995 წწ.-ში.
       მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონსტიტუციის ჩარჩოებში მოხდა კრიზისული სიტუაციის განმუხტვა, როგორც კონსტიტუციონალისტები, მათ შორის ფრანგი კონსტიტუციონალისტები, ფრანგული ოპოზიციური პარტიები (ოღონდ ოპოზიციაში ყოფნისას) თვლიან, რომ  სამთავრობო-საპრეზიდენტო კონსტიტუციური სტრუქტურის არსებობა არ გამორიცხავს საფრთხეების წარმოქმნას მომავალში და კრიზისების უმართავ, რევოლუციურ პროცესებში გადაზრდას, რასაც სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ "უმართავი ნაღმი".
       აქვე არ შემიძლია არ შევეხო პერიოდს, როდესაც აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა და პიროვნებას, ვინც ამ რადიკალური ცვლილებების სულისჩამდგელი და იდეოლოგი გახლდათ. "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოში დაწყებულმა დეკონოლიზაციის პროცესმა საფრანგეთსა და მის კოლონიებამდეც მიაღწია და ქვეყანაში ხელისუფლების კრიზისი გამოიწვია". პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, სოციალური სიტუაციის გამწვავებამ ალჟირში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებით, "ფრანგებს "გაახსენა" გენერალ შარლ დე გოლის არსებობა", განსაკუთრებით სამხედროებს, მის "ალჟირელ" თანამებრძოლებს, რომლებსაც, ომის პერიოდის "მკაცრი ხელის" ნოსტალგია მოსვენებას არ აძლევდათ და ხელისუფლების სტაბილიზაციისათვის საჭირო სამთავრობო ცვლილების განსახორციელებლად, რის საშუალებასაც |ქ რესპუბლიკის საპარლამენტო მმართველობის კონსტიტუციური სისტემა იძლეოდა,  გოლისტი გენერლების ჟაკ მასუსა და რაულ სალანის მოთავეობითა და მხარდაჭერით, დე გოლი მთავრობის ხელმძღვანელად მოიწვიეს.
       და აი აქ მოხდა მთავარი. დე გოლმა, რომელიც არ მალავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას საპარლამენტო მმართველობისადმი, მოითხოვა "ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის სანაცვლოდ", 6 თვის ვადით მიეღო ფართო უფლებამოსილებანი და ამ პერიოდის განმავლობაში შეცვლილიყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, ხოლო იგი (ქარიზმა) გამხდარიყო ერთპიროვნული მმართველი-პრეზიდენტი ქვეყანაში, როგორც სახელმწიფო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. 1958 წლის 1 ივნისიდან დე გოლი გახდა პრემიერ-მინისტრი და ეროვნული კრების დასტურით მიიღო განსაკუთრებული უფლებამოსილებანი 6 თვის ვადით.
       ოღონდ პრობლემა გადაწყვეტილიყო და კრიზისი დაძლეულიყო, ფრანგთა პოლიტიკურმა ელიტამ "უარი თქვეს საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში ხელისუფლების სტაბილური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავებაზე და ახალი კონსტიტუცია მთლიანად დე გოლის ქარიზმატულ ფიგურას მოარგეს, იმ იმედით, რომ დე გოლი  შეძლებდა ძლიერი და სტაბილური ხელისუფლების შექმნას და "ალჟირის" მოთვინიერებას". 1958 წლის 28 ნოემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 79,2%-მა მხარი დაუჭირა ახალი კონსტიტუციის მიღებასა და ახალი კონსტიტუციის შექმნას.
       1958 წლის ნოემბერშივე დე გოლმა და მისმა მომხრეებმა გაიმარჯვეს ეროვნული კრების არჩევნებში და დეკემბერში ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩეულ (78%-ით) იქნა პრეზიდენტად. "ასე შეიქმნა საფრანგეთის ქ რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას ან მმართველობის შერეულ ფორმას უწოდებენ (კონსტიტუციონალისტები დუალისტურსაც (ორმაგი) უწოდებენ). თუმცა დე გოლმა ვერც ალჟირის შენარჩუნება შეძლო (1962 წელს ალჟირმა დამოუკიდებლობა მოიპოვა) და ვერც სამოქალაქო დაპირისპირება აიცილა თავიდან (1968 წ. სტუდენტური გამოსვლები პარიზში)".
       სავსებით ვეთანხმები გამოთქმას, რომ ამ ქვეყნიდან წასულ ადამიანზე ან კარგი უნდა თქვა ან არაფერი, მითუმეტეს, როცა საქმე უცხოელს ეხება და თანაც, ერის საამაყო შვილს დე გოლს, რომელიც დიდების შარავანდედით შემოსილი ლეგენდარული პიროვნებაა. მაგრამ, მიუხედავად მისი დიდებულებისა, მაინც ლეგენდაა, გმირი (ცოცხალი გმირები არ არსებობენ), რომელიც ჩვენს ცნობიერებაზე, ჭეშმარიტების რეალურად გააზრებაზე უარყოფითად მოქმედებს და ხელს გვიშლის, პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვაში. ამდენად რეალურად დანახვა მოვლენებისა, წმინდა ადამიანურ ჭრილში, რომლითაც დე გოლმა იცხოვრა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ ლეგენდებისა და მითების ტყვეობიდან და ჩვენს პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს ობიექტურად მივხედოთ.
       უინსტონ ჩერჩილი თავის წიგნში "მეორე მსოფლიო ომი", დე გოლის პიროვნების დახასიათებისას სავსებით სწორედ მიუთითებდა მის ავტორიტარულ თვისებებზე, როცა დე გოლი, მისგან და მსოფლიოს სხვა ლიდერებისაგან მოითხოვდა, რომ მხოლოდ იგი ეღიარებინათ "თავისუფალი საფრანგეთის" წინააღმდეგობის მოძრაობის ერთადერთ ლიდერად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს შორის "წინააღმდეგობის მოძრაობაში" ბევრი ჭეშმარიტი მამულიშვილი იყო, მაგალითისათვის გენერალი ანრი ჟირო.
       სხვათაშორის სტალინის კარიც ატალახებული ჰქონდა და იმ ზომამდე მიიყვანა, რომ სტალინმა(?) ჩერჩილსაც კი სთხოვა ეღიარებინა დე გოლი "თავისუფალი საფრანგეთის" ლიდერად. დე გოლის "ძალისხმევამ" შედეგი გამოიღო და ამ ამბებიდან წლის თავზე ჩერჩილმა მისცა "აღიარება" და 1943 წელს, მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა და ამერიკელებმა დაიკავეს ჩრდილოეთ აფრიკა, შტაბი ალჟირში განათავსა.
       მის ავტორიტარულ ხასიათზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1962 წელს, როცა ალჟირის დამოუკიდებლობა ცხადდებოდა, დე გოლმა პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, სკამი რომ არ დაეკარგა, წამოიწყო კამპანია პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო გასაზრდელად (ამაზე იტყვიან შეტევა, ყველაზე კარგი თავდაცვააო) და ნოემბრის დასაწყისში, რეფერენდუმზე, მიაღწია კიდეც, კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას. ამიერიდან მას პირდაპირ ხალხი ირჩევდა და ოპონენტებთან აპელირებისას ხალხის "ნდობაზე" მიუთითებდა.
       რაც შეეხება "ჩვენს პოლიტოლოგიურ ზეპირსიტყვიერებას, როდესაც პოლიტიკური კრიზისი პიკს აღწევს და ქვეყანაში სამოქალაქო სტაბილურობა ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ძალიან ხშირად, როგორც არგუმენტს, იხსენებენ დე გოლს, როდესაც მან უარი თქვა პრეზიდენტის პოსტზე და ამით საფრანგეთს თავიდან ააცილა სამოქალაქო დაპირისპირება". ესეც ლეგენდა და მითია, რომელიც ჩვენი გაუთვითცნობიერების შედეგია და ამიტომაც არ მუშაობს რეალურ ცხოვრებაში. დე გოლი თავისი ნებით არსაიდან არ გადამდგარა და არც პრეზიდენტის პოსტიდან წასულა.
       1968 წლის მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები, სტუდენტური გამოსვლები და გაფიცვები, რომელიც მისი ავტორიტარული მმართველობით გამოწვეული მცდარი პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული და ვერანაირად ვერ შეძლო უაღრესად მწვავე სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან აიცილებინა (ტელევიზიები და რადიო სახელმწიფო მონოპოლიას წარმოადგენდა, რაც მთავრობას საშუალებას აძლევდა გადაეცა მიკერძოებული ინფორმაციები), იგი კი არ გადადგა, როგორც ჩვენთან სავსებით მცდარად არის ცნობილი, არამედ ჯერ გადაფრინდა გერმანიაში და იქ, საფრანგეთის ჯარების სარდალს გერმანიაში, მის ძველ მეგობარს ჟაკ მასუს შეხვდა და განიხილა დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯარების გამოყენების შესაძლებლობა, რაზეც უარი მიიღო.
       შემდეგ გადაწყვიტა დემონსტრანტების მოთხოვნებიდან, რამოდენიმე რეფორმის გატარება, თავისი სვლების,  რეფერენდუმის ჩატარების გამყარების გზით. მაგრამ ჟორჟ პომპიდუმ (პრემიერ-მინისტრმა) დაარწმუნა იგი, დაეშალა პარლამენტი (1967 წლის მარტში ცოტა დააკლდა, რომ უმრავლესობა დაეკარგა) და ჩაეტარებინა ახალი არჩევნები. ივნისში ჩატარებულ არჩევნებში გოლისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და 487 ადგილიდან 358 აიღეს. მაგრამ რევოლუციისა და სამოქალაქო ომის აჩრდილი მაინც "დადიოდა" ქვეყანაში და დე გოლმა დაიწყო დამნაშავის ძებნა "შეთქმულების თეორიაში". და ასეთი იპოვნა. საფრანგეთის სენატი და მისი მაშინდელი პრეზიდენტი (თავჯდომარე) გასტონ  მონერვილი (სენატის პრეზიდენტი 1947-1968 წწ.).
       საფრანგეთის კონსტიტუციის შესაბამისად სენატი (პარლამენტის ზედა პალატა), წარმოადგენს ეროვნული კრების ერთგვარ საპირწონეს კანონების მიღებასთან მიმართებაში. პრეზიდენტი დე გოლი ყოველთვის ცდილობდა ამ ორგანოს რეფორმირებას, რათა ადვილად გაეტანა მისთვის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურისათვის სასურველი კანონები, რომლებსაც ბლოკავდა ოპოზიციური სენატი. საუბარი მიდის საფრანგეთის პრეზიდენტის მრავალწლიან კონფლიქტზე სენატთან, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პიროვნული დაპირისპირების სახე დე გოლსა და გასტონ მონერვილს (სენატის თავჯდომარე 1947-1958წწ; 1958-1968წწ.) შორის. 1969 წელს დე გოლმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა რეფერენდუმი სენატის უფლებების საკონსულტაციო ორგანოს უფლებებამდე დაყვანის მიზნით.
       მაგრამ ამომრჩევლებმა, რომლებმაც, მის მიერ მანამდე გამართულ ყველა რეფერენდუმში მხარი დაუჭირეს (მიუხედავად, მისი ავტორიტარული მმართველობისა, ერთი სიკეთე მაინც ჰქონდა, საკუთარი მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის რეფერენდუმზე გაჰქონდა დასამტკიცებლად და ასე ახვევდა თავს ფრანგ საზოგადოებას), ამჯერად აღარ აღმოჩნდნენ გულუბრყვილოები და გენერალი დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო. სავსებით სამართლიანად

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter