რეზონანსი
14.11.2023

ჩინეთი უკვე დიდი ხანია მსოფლიო ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩინეთის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.2%-ს მიაღწია,მისი წილი გლობალურ ეკონომიკაში2012 წელს 11.3% იყო, ახლა კი დაახლოებით 18%-მდე გაიზარდა.

საქონლით ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, ჩინეთი უკვე მეექვსე წელიაინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს. მიმდინარე წლიდან, რთული საერთაშორისო ვითარების პირობებში, ჩინეთის მთავრობამ გაზარდა ძალისხმევა მაკროეკონომიკური პოლიტიკის რეგულირების მიმართულებით, რის შედეგადაც ეროვნული ეკონომიკა უწყვეტად განაგრძობს აღდგენას, წარმოება და მიწოდება სტაბილურად იზრდება, ბაზარზე მოთხოვნა იმატებს, დასაქმებისა და ფასების თავალსაზრისით ზოგადი სურათი საგრძნობლად უმჯობესდება, ასევე სტაბილურად იზრდება განვითარების ხარისხიც. ყოველი ეს ფაქტორი ძლიერი იმპულსია გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის.

ეკონომიკის სტაბილური ზრდა

მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ჩინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 91 ტრილიონ იუენს მიაღწია, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5,2%-ით მეტია. სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობამ 34 ტრილიონი იუენი შეადგინა და გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩინეთის წვლილი მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში 30%-ს გადააჭარბებს. ჩინეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ოპტიმისტურად აფასებენ და 2023 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკურიზრდისპროგნოზს აუმჯობესებენ. JPMorgan-მა ჩინეთის 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.2%-მდე გაზარდა, UBS ჯგუფმა კი 4.8%-დან 5.2%-მდე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეთში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე წელს დაჩქარდება ჩინეთისა და რამდენიმე დიდი ეკონომიკის ზრდის პერსპექტივების გაუმჯობესების წყალობით.

დასაქმებისა და ფასების სტაბილურობა

მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ერთ სულ მოსახლეზე სუფთა (განკარგვადი) შემოსავალმა მთელი ქვეყნის მასშტაბითდაახლოებით 30,000 იუენს მიაღწია, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.3%-ით მეტია. ქალაქებში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 5.3%-ია, რაც 30%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და ყოველთვიურად მცირდება.

სამომხმარებლო ფასების ეროვნული ინდექსი (CPI) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა, რაც ზომიერი ზრდის მაჩვენებელია. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალშისამრეწველო ფასების ინდექსი (PPI) 3.1%-ით შემცირდა, კლების მაჩვენებლებს შორის სხვაობა კი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად მცირდებოდა, რაც პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთიეთებს. კერძოდ, სექტემბერში იგი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა, რაც ივნისის ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 30%-იან კლებას გულისხმობს. ეს სტაბილურ და პოზიტიურ შიდა მოთხოვნაზე მიუთითებს.

სამრეწველო სტრუქტურის ტრანსფორმაცია და განვითარება

მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ჩინეთის „სამი ახალი" პროდუქტის (ელექტროავტომობილები, მზის ბატარეები და ლითიუმ-იონური ბატარეები) ჯამურმა ექსპორტმა დაახლოებით 800 მილიარდი იუენი შეადგინა, რაც 41.7%-იანი ზრდაა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. სავარაუდოა, რომ წელს ჩინეთის საავტომობილო ექსპორტის მოცულობა იაპონიისას გადააჭარბებს, რაც მას პოტენციურად ავტომობილების ნომერ პირველ ექსპორტიორ ქვეყნად აქცევს მსოფლიოში.

წელს ჩინეთის ინტერნეტ ინდუსტრიის შემოსავალმა 1 ტრილიონ იუენს გადააჭარბა და გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3,4%-ით გაიზარდა, მოგების ზრდამ კი 18.2%-ს მიაღწია. ეროვნული კულტურული ინდუსტრია წლიურად 7.7%-ით გაიზარდა, ახალი კულტურული ფორმატების მასშტაბები კი განუწყვეტლივ იზრდება. ციფრული და მწვანე ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკის ახალი საყრდენი გახდა, რაც ჩინეთის ინდუსტრიებს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის, ხოლო ჩინეთის ეკონომიკას უფრო მაღალი ხარისხის განვითარებისკენ უბიძგებს.

ჩინეთ-საქართველოს წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა

გასული ათწლეულის განმავლობაში, „სარტყლისადა გზის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები სულ უფრო მეტად ღრმავდება და ვითარდება. ჩინეთი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი და მისი ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა.

ჩინურმა მხარემ ჯამში დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები განახორციელა საქართველოში. ორივე ქვეყანამ გააღრმავა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ინდუსტრიული პარკების, ფინანსების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამ თანამშრომლობამ ხელი შეუწყო „ჩინეთის ძალის" შემოტანას საქართველოში და მისიწვლილის ზრდას ქვეყნის ბიზნეს, ლოჯისტიკური, საწარმო-გადამამუშავებელი და ენერგო სექტორების განვითარებაში.

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, დაუღალავი ძალისხმევის შედეგად, საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა რამდენიმე ჩინური საწარმოს მიერ აშენებული E60 გზის 27 კილომეტრიანი მონაკვეთი. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ჩინეთსა და საქართველოს შორის ინფრასტრუქტურულ სექტორში თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიღწევებს გაუსვა ხაზი. ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და „შუა დერეფნის" რეგიონში სატრანსპორტოჰაბის შექმნაში.

ჩინეთი მზადაა იმუშაოს საქართველოსთან, რათა მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობად გამოიყენონ. ისინი უწყვეტად განაგრძნობენ შესწავლას და განვითარების პოტენციალის გამოვლენას, ერთობლივად შექმნიან კიდევ უფრო ურთიერთსასარგებლო, მდგრად და ნათელ მომავალს.

 

საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველი, ჭაო ჩუან ი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×