რეზონანსი
12.11.2020

საქართველოს სასმელი წყლის რესურსების რეალიზების სამი გზა არსებობს: ჩამოსხმული წყლის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე; მილებით საზღვაო პორტამდე ტრანსპორტირება და შემდეგ ტანკერებით მომხმარებლამდე. წყლის მილებით ტრანსპორტირება მეზობელ ქვეყნებში.

საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერ თენგიზ ჯალიაშვილს მიაჩნია, რომ არსებობს მე-4, გაცილებით უფრო რენტაბელური გზაც, სასმელი წყლის გარდაქმნა EZ - სტრუქტურულ წყალში, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნას წყალზე 8-ჯერ ამცირებს! შესაძლებელია მისი გამოყენება სამედიცინო და სამკურნალო ტურიზმშიც.

წინამდებარე წერილი ეძღვნება წყლის მილებით ტრანსპორტირებას მეზობელ ქვეყნებში.

სს „გორგასალის" (გენ. დირექტორი თამაზ გაფრინდაშვილი) მიერ დამუშავებული პროექტით, საქართველო-აზერბაიჯანის მიწისქვეშა წყლების მარაგებიდან ირანს მიეწოდება 400 მილიონი კუბaმეტრი სასმელი წყალი. მათ შორის საქართველოდან 300 მილიონი და აზერბაიჯანიდან 100 მილიონი.

პროექტის ღირებულებაა 2,1 მილიარდი დოლარია. აქედან 200 მილიონი მოხმარდება კახეთის ზონის 8 ქალაქის წყალსადენის და კანალიზაციის, 276 სოფლის წყალსადენის და ამ ზონის სარწყავი სისტემების (სარეზერვო წყალსაცავის ჩათვლით) მშენებლობას.

პროექტის ფარგლებში აშენდება ბაზალტის ორი ქარხანა. ერთი - ბაზალტის ძაფის მისაღებად და მეორე - ბაზალტის ძაფიდან ნაკეთობების საწარმოებლად . აქ წარმოებული ბაზალტის მილებით მოხდება სასმელი წყლის ტრანსპორტირება ირანში.

ბიზნეს გეგმით ქარხნების წლიური შემოსავალია - 210 მილიონი დოლარი, აქედან მოგება - 95 მილიონი. დასაქმდება 2100 ადამიანი.

ახლა კი ამ პროექტის 18-წლიანი ისტორია!

შევარდნაძის მთავრობის მოთხოვნით სს „გორგასალმა" 2001-2002 წლებში შეისწავლა კახეთის ზონის წყლის რესურსების პოტენციალი, სასმწლი წყლის თავისუფალი რესურსების სიმძლავრე, მიწისქვეშა წყლების მთლიანი სიდიდე საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ადრე გაბურღული 2000 ჭაბურღილის მონაცემების გამოყენებით და მის საფუძველზე შეადგინა ჰიდროგეოლოგიური რუკა. ალაზან-აგრიჩაის არტეზიულ აუზში ჩატარებული ჰიდროგეოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ:

- კახეთის ზონიდან ირანს შეიძლება მიეწოდოს 300 მილიონი კუბური მეტრი წყალი წელიწადში;

- კახეთის მოსახლეობისათვის საჭიროა 26,4 მილიონი კუბამეტრი;

- თავისუფალი რესურსი რჩება - 108,7 მილიონი კუბამეტრი, მთლიანი თავისუფალი რესურსის 20%;

- ათვისებული იქნება დაძიებული რესურსის 45% (ნორმატივით დასაშვებია 60%!).

სს „გორგასალმა" დაამუშავა საპროექტო დოკუმენტაცია 10 ტომად. მოქმედი ნორმატივებით შესრულებულია 12 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაო ავანსად (!). წყალსადენის პროექტი საქართველოს სამთავრობო სტუქტურებში იხილებოდა 2002 - 2019 წლებში. ოთხჯერ იქნა მოწონებული.

განხილვაში მონაწილეობდნენ: ფინანსთა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის, ურბანიზაცის და მშენებლობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები; ასევე გეოლოგიის და ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტები, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების გამოყენების, წყალმომარაგებისა და წყალარინების და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრები. ყველა ამ ორგანიზაციამ დადო დადებითი დასკვნა!

2002 წლის 27 დეკემბერს ჩატარებულ სამთავრობო თათბირის გადაწყვეტილებით წყალსადენის პროექტი რეკომენდირებულ იქნა განსახორციელებლად!

სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა.

ჟვანიას მთავრობამ ენერგიულად დაიწყო, მაგრამ ვერ მოასწრო! ნოღაიდელის მთავრობაში პროექტი დაბლოკეს ბენდუქიძემ და არველაძემ (ეკონომიკის მინისტრი). გილაურის მთავრობამ თავიდან მოითხოვა სამთავრობო სტრუქტურების დასკვნები. ისევ დაიდო დადებითი დასკვნები, მაგრამ გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებაზე არ იქნა მიღებული.

2013 - 2019 წლებში სს „გორგასალმა" მიმართა „ქართული ოცნების" ყველა პრემიერ მინისტრს... ამაოდ!

2015 წელს პროექტი მოიწონა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან არსებულმა ეკონომიურმა საბჭომ, მაგრამ უშედეგოდ.

2016 წლის აგვისტოს, მთავრობის მიერ პროექტის მორიგი განხილვისას, უკვე მოწონებული პროექტი დემონსტრატიულად დაბლოკა ვიცე პრემიერმა ქუმსიშვილმა სიტყვებით: „ასეთი წინადადებებით, როგორიც თამაზ გაფრინდაშვილმა წარმოადგინა, პაპკა მაქვს სავსეო"!

2019 წლის 19 აპრილიდან ამ პროექტს იხილევს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მინისტრი თურნავა, მან 2004 წელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რანგში დადებითი დასკვნა დადო) - პასუხი დღემდე არ ჩანს.

პარალელურად, ამ წლებში:

- ირანის პრეზიდენტმა პროექტის დაჩქარებაზე რამოდენიმეჯერ თხოვა საქართველოს მთავრობას (ღარიბაშვლს, უსუფაშვილს);

- ირანის ყველა ახალი ელჩი ააქტიურებდა მთავრობასთან ამ თემას;

- აშშ-ს მთავრობამ, ირანისათვის ემბარგოს გამოცხადების მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო ირანის წყალსადენს;

კახეთის ზონის საექსპორტო წყალსადენის დაფინანსებაზე სხვადასხვა დროს სურვილი გამოთქვა 6-მა ცნობილმა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიამ.

ირანის ხელისუფლებამ რამოდენიმეჯერ დაადასტურა დააფინანსოს პროექტი! მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება იყო საჭირო!

18 წელია იბლოკება პროექტი, რომელმაც უნდა დაასაქმოს 7750 ადამიანი, ექსპორტიდან შემოიტანოს 900 მილიონი დოლარი, დამატებით აწარმოოს 210 მილიონის ინოვაციური პროდუქცია, ბიუჯეტში შეიტანოს 430 მილიონამდე, მთელი კახეთი უზრუნველყოს სასმელი და სარწყავი წყლით, ქალაქები - კანალიზაციით. მძლავრი ბიძგი მიცეს ქართულ ეკონომიკას!

ბოლო იმედიღა დარჩა! - პრემიერ მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია!

ბატონო გიორგი, გთხოვთ ჩაერთოთ პრობლემის გადაჭრაში!

ვახში ჟვანია

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

საინჟინრო აკადემიის წევრკორესპოდენტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )