ნინო ქეთელაური
25.06.2016

 დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს. ამომრჩევლის 51,9%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო.

ელზა პაპოშვილი
24.06.2016

 1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება. მას ის რუსი დეპუტატებიც დაესწრებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი აქვთ დარღვეული.

გვანცა ღვედაშვილი
23.06.2016

 მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და საქმეზე გამოძიება შეწყდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს კიწმარიშვილის ძმა ზურაბი, რომელიც აცხადებს, რომ ეროსი თავს არ მოიკლავდა, რადგან მას ჰქონდა უამრავი გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა. მისივე აზრით, თვითმკვლელობის ვერსია მცდარია და საქმის დახურვა ნაჩქარევი იყო.

გვანცა ღვედაშვილი
22.06.2016

 ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზირება, მცდელობები არის, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ქეთელაური
21.06.2016

 პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს.

გვანცა ღვედაშვილი
20.06.2016

 იუსტიციის სამინისტროს მიერ საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პოლიციელებს საარჩევნო უბნებთან ყოფნა დაევალებათ. ასევე მკაცრდება სასჯელი საარჩევნო უბანთან ძალადობაზეც და სასჯელი 2-დან 5 წლამდე იქნება.

თიკო ოსმანოვა
18.06.2016

 "ქართული ოცნება" რამდენიმე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "კონსერვა-ტორებისთვის" დახმარებას გეგმავს, რაც იმაში გამოხატება, რომ სადაც "კონსერვატორი" მაჟორიტარობის კანდიდატები იყრიან კენჭს, "ქართული ოცნება" დეპუტატობის საკუთარ კანდიდატურას ან არ დაუპირისპირებს, ან ისეთ კანდიდატურას შეარჩევს, რომლის წარდგენას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება.

ლიკა გურაბანიძე
17.06.2016

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში.

ლიკა ამირაშვილი
16.06.2016

 გამონაკლის შემთხვევაში, პოლიციელებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლება შეიძლება მიეცეთ.

გვანცა ღვედაშვილი
15.06.2016

 სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემეირ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა, ამავე დროს, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად.

ნინო ქეთელაური
14.06.2016

 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ნინო ქეთელაური
13.06.2016

 საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ივნისს იმსჯელებენ - ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა განაცხადა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×