ლიკა ამირაშვილი
06.06.2016

 საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერიუს ურთიერთ-გამომრიცხავი შეფასებები მოჰყვა. ინტერვიუ ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის კამათისა და კონფრონტაციის ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი სალომე ასათიანი ინტერვიუსთვის მოუმზადებელი იყო, მეორე ნაწილი კი ექსპრემიერს აკრიტიკებს და ამბობს, რომ კრიტიკულმა კითხვებმა მისი გაღიზიანება გამოიწვია.

ლიკა ამირაშვილი
04.06.2016

 განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გვანცა ღვედაშვილი
03.06.2016

 "მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სალომე სარიშვილი
02.06.2016

 რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა "პრიორიტეტებში" წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალაზე ისაუბრა. მისი აზრით, ამ კადრების განადგურება არ შეიძლება და ის საზოგადოებას უნდა აჩვენო, რათა იცოდეს, ვის აძლევს ხმას.

თიკო ოსმანოვა
01.06.2016

 "ვემხრობი, რომ "რუსთავი 2" დარჩეს ისეთად, როგორიც არის. მისი დირექტორი ნიკა გვარამია არავითარ საშიშროებას ჩვენთვის არ წარმოადგენს," - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკშვილმა სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის პროცესის კომენტირებისას გააკეთა.

ნინო ქეთელაური
31.05.2016

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს გეგმავს - ამის შესახებ ის ღია წერილში საუბრობს.

ნინო ქეთელაური
30.05.2016

 "ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით", - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი მოძრაობა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე წინა მთავრობები.

თიკო ოსმანოვა
28.05.2016

 გუშინ პარლამენტში დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში დაკონკრეტდება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

გვანცა ღვედაშვილი
27.05.2016

 ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

გვანცა ღვედაშვილი
26.05.2016

 22 აპრილს სამეგრელოში, სოფელ კორცხელში ადგილობრივ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სცემეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხნენ სპორტსმენებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დაპირისპირებაში, თუმცა დღემდე სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

ლიკა ამირაშვილი
25.05.2016

 პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

ნინო ქეთელაური
24.05.2016

 კორცხელში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ჩხუბი კორცხელის 53-ე უბანზე მოხდა, სადაც დაპირისპირებაში სპორტსმენები იყვნენ ჩართული და ხელკეტებიც გამოიყენეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×