რეზონანსი
19.03.2023

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ზუსტად ნახევარი საათი გავა, მეტი არა, თქვენ გაიგებთ ნელ-ნელა შემოცურებულ ფრაზებს დათო ტურაშვილთან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით ამ მიმდევრობით განვითარდება: ,,ეგ ზოგადად ნერვიული კაცია კაცო" - ,,ეგ ხომ იცი, წამლებზე იყო, ნაინფარქტალია, რა გიკვირთ ახლა, ჩვენ დაგვაბრალეთ" - ,,ტურაშვილზე რომ ყვირით, მაშინ რატომ არ იღებდით ხმას? არ შეიძლება! ეგ სულ მასე ყვირის" - ,,შიზოფრენიკია! (უკვე დაწერეს) - ,,კაი ახლა, გჯერათ მაგის? ამ დადგმულ სცენებს მე არ ვჭამ!" - ,,ცოტა დამაჯერებლად მაინც დაჭყანულიყო ეთერეში, ეტყობა თავისი ამბის გადაფარვა უნდოდა" - ,,რა ამბის? როგორ კაცო, აღარ გახსოვს, ზუგდიდში მიტინგის დახვრეტისკენ რომ მოუწოდებდა?" - ,,ფუ ეგ პუტჩისტი, მაგის...!" ეს იქნება დღის ბოლოს, განა რამე შეიცვლება.

p.s. და ვინც ამბობს, არ წაიკითხოს და არ ინერვიულოსო, დათო სოფელ-სოფელ დადის, ხალხს ხვდება, იმ ხალხის ნაწილს კიდევ ამ პროპაგანდის სჯერა. არ არის ეგრე საქმე ძვირფასო კეთილისმსურველებო, სხვანაირადაა..."

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×