რეზონანსი
02.01.2024

ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ბა­თუმ­ში თურ­ქე­თის ასო­ბით მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­ვი­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, წინა სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მით მუ­შა­ობ­დნენ, რად­გან რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თურ­ქი ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რე­გი­ონ­ში. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლეს ად­გი­ლობ­რი­ვი გი­დე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ.

"თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ბა­თუ­მის ფო­ტო­ებს დე­ბენ და ზე­ი­მო­ბენ ახალ წელს. რა­ღაც პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო თურ­ქე­თი­დან სას­ტუმ­რო­ე­ბის ჯავ­შნე­ბი, ახლა სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­და, ბევ­რი ტუ­რის­ტი არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ხოს”, - წე­რენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­სუ­ლი თურ­ქი ტუ­რის­ტე­ბი გუ­შინ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ. მათი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე გარ­კვე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რიგი იდგა. ამ დრო­ის­თვის მგზავ­რთა ნა­კა­დი შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×