რეზონანსი
13.06.2024

საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა აქამდე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ღირსების ორდენებით დაჯილდოებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და მის მიმართვას.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრების, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით. დღემდე ჩვენ არ გვაქვს მისი [პრეზიდენტის] პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე, რაც რა თქმა უნდა, არის სამწუხარო. საერთო ჯამში აჩვენებს მის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. არის ცალკეული საკითხები, რომელსაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს ხოლმე, თუმცა როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან. ეს ერთის მხრივ ძალიან სამწუხაროა, თუმცა მეორეს მხრივ, გასაგებია, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×