რეზონანსი
13.06.2024

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძე ამტკიცებს, რომ პოლიციას დიდი რეფორმა ელოდება.

„პოლიციელებო, ზონდერ პოლიცია ხართ უკვე. ძალიან დიდი რეფორმა ელოდება პოლიციას. აღმოჩნდა, რომ პოლიციის რეფორმა არ არის სრული და კარგი. პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა პოლიცია. დიდი რეფორმები გელოდებათ ბევრს. ალბათ, ოფიცერთა კორპუსი – ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან. გარჩევა არ იქნება, თქვენ თუ არ არჩევთ, არც თქვენი გარჩევა იქნება. სახელმწიფოს აქვს ორი ფუნქცია: მეურვეობა და დასჯა. მეურვეობაზე თქვენ უარი თქვით, ამიტომ თქვენ აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება, აუცილებლად. 

ხალხი რომ ოპოზიციურად არის განწყობილი, იმიტომ არის, რომ მოითხოვს, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას. თქვენი ქონების საკითხი – დაუსაბუთებელი ქონების საკითხი ამოქმედდება და ჩამოგერთმევათ. მოვა კომისია, შეხედავს თქვენს კარ-მიდამოს, იკითხავს, საიდან იშოვე ეს ფული. სიდედრმა მაჩუქა აღარ იქნება, სიდედრსაც მოეკითხება, საიდან აქვს ეს ქონება“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×