რეზონანსი
02.01.2024

იაპონიის იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ტელეკომპანია NHK-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა უმეტესობა, 15 ადამიანი, ქალაქ ვაჯიმადანაა.

სტიქიის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი. გარდა ამისა, ადამიანები, სავარაუდოდ, დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშაც არიან მოყოლილი.

იაპონიის დასავლეთ ნაწილში გუშინ ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, ორი საათის განმავლობაში, დაახლოებით 30 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონში 1885 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×