ელზა პაპოშვილი
27.12.2022

ფასანაურში სასტიკად მოკლული ცოლ-ქმრის საქმეში ახალი დეტალები  ხდება ცნობილი. 37 წლის დიანა ბუჩუკურს და მის ინდოელ ქმარს ავტომობილების ხელოსანმა დაზიანებები დანით და ქვით მიაყენა. როგორც მოკლული ცოლ-ქმრის ახლობლები ამბობენ, ქალს სახეზე მძიმე დაზიანებები ქვით აქვს მიყნებული. 

ისინი ვარაუდობენ, რომ ავტომობილების ხელოსანი, მარტო არ მოქმედებდა და ის ორ ადამიანს ასე სასტიკად  ვერ გაუსწორდებოდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალი ქმრის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც დაზიანებები მკვლელმა მასაც მიაყენა, შემდეგ კი ქვით გაუსწორდა. წყვილს პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა, ხოლო კამერების ამოღების და შესწავლის შემდეგ მათ კვალს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მიტოვებულ შენობაში მიაგნო. ისინი სახელდახელოდ ამოჭრილ თხრილში იყვნენ დამარხულები და ზემოდან ქვით იყვნენ დაფარულები.  

ოჯახმა ცოლ-ქმრის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი სახლიდან ავტომობილის საყიდლად გავიდნენ. როგორც ირკვევა სომხეთის მოქალაქემ მათ ავტომობილების შესაძენად 35 ათასი დოლარი ანგარიშზე გადაარიცხინა, ხოლო მისი მითვისების მიზნით ცოლ-ქმრის მოკვლა გადაწყვიტა. თაღლითურ სქემაში გახევული წყვილი, მამაკაცისგან ფულის ან ავტომობილების დაბრუნებას ითხოვდნენ. ოჯახის აზრით, მათ შორის კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. 

მან წყვილი ქალაქგარეთ იმ მოტივით გაიტყუა, რომ მათი კუთვნილია ავტომობილები უნდა მიეცა. თუმცა, მათ სასტიკად გაუსწორდა. პოლიცია ხელოსნის კვალზე მაშინ გავიდა, როცა მისი ამოცნობა მოკლული ცოლ-ქმრის შვილმა მოახერხა. მან გამოძიებას მაიწოდა ინფორმაცია, რომ მშობლები ბოლოს აღნიშნულ პიროვნებას უნდა შეხვედროდნენ. 

კამერების ჩანაწერების და სატელეფონო ამონაწერების შედეგად დადგინდა, რომ ხელოსანი იყო ის პირი, ვინც წყვილი ბოლოს ნახა. მუშაობს თუ არა გამოძიება თანამზრახველზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სომხეთის მოქალაქე ამ ეტაპზე დაკავებულია და დუმილის უფლებით სარგებლობს. 

მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმესთან მხოლოდ ირიბი შემხებლობა აქვს, ამიტომ არ გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეეცვალოს.

მოკლულთა ოჯახი ახლა გამოძიების შედეგებს ელოდება. მათი ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა ავტომობილები ინტერნეტში ნახეს და მათი შეძენა გადაწყვიტეს. თანხა კი წინასწარ გადარიცხეს და დაკავებულ ხელოსანს მათთვის ეს ავტომობილები უნდა ჩამოეყვანა. თუმცა, თანხა მიითვისა და კვალის დაფარვის მიზნით მათი დახოცვა გადაწყვიტა. 

„უმძიმესი სანახავია ორივე გარდაცვლილი. ცოლსაც და ქმარსაც საშინლად გაუსწორდა. ეჭვი არსებობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა. ველოდებით გამოძიებას და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს გაარკვევენ. ქმარმა ინტერნეტში მანქანები ნახა და ამ პიროვნებას, რომელიც ახლა დაკავებულია, დაუკავშირდა. 

„როგორც ვიცით ამ ავოტმობილების ჩამოყვანაზე ის იყი პასუხისმგებელი. როგორც ბავშვი ამბობს, დედა და მამა სწორედ ამ ავტომობილების წამოსაყვანად წავიდნენ და ფულიც თან ჰქონდათ. სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს სახლში დედ-მამა არ დახვდა  და ბებიას დაურეკა. გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაცა უბედურება ხდებოდა. ბებიამ პოლიციას დაურეკა და სამართალდამცველებმა მათი ძებნა დაიწყო. 

„ვიდეოჩანაწერებმა ქალაქგარეთ მიტოვებულ შენობამდე მიიყვანათ. თხრილში ჩაყრილები, დასახიჩრებულები იპოვეს. არსებობს ეჭვი, რომ ჯერ დანა ურტყათ, მერე  ორივეს ქვით მოუსწრაფა სიცოცხლე. არ გვჯერა, რომ მარტო ჩაიდინა ეს საშინელება. ბიჭიც ფიზიკურად ძლიერი იყო და ცოლიც როგორც ჩანს მის დაცვას ცდილობდა. ასე ორივეს სასტიკად როგორ გაუსწორდა, საეჭვოა. გოგოს სახე არ ეტყობა,  ქვით ისე აქვს ძვლები დამტვრეული," - ყვება „რეზონანსთან გარდაცვლილი ქალის ახლობელი.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×