ელზა პაპოშვილი
20.12.2022

მკვლელობა სოფელ დიღომში - მოკლულია ავტოხელოსანი, ხოლო მისი  დამხმარე კი ცეცხლსასროლი ჭრილობებით კლინიკაშია მოთავსებული. კრიმინალური დაპირისპირების დეტალებზე ვერავინ საუბრობს. სისხლიანი ანგარიშსწორების თვითმხილველი მხოლოდ  ხელოსნის დამხმარეა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ამ დორმდე კლინიკაში იმყოფება. 

შემთხვევა ორშაბათს დღისით მოხდა. ადგილობრივებმა სროლის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი თავდამსხმელი გაქცეული დახვდათ, ხოლო ხელოსანი და მისი დამხმარე -დაჭრილები. მათ სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ მედიკოსებს ხელოსანი გარდაცვლილი, ხოლო მისი დამხმარე მძიმე მდგომარეობაში დახვდათ.

ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის ვერსიასა და მოტივზე საუბრობენ.  ამბობენ, რომ შესაძლოა ამ სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ყაჩაღობა ყოფილიყო. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს დაშლილი ვტომობილიდან ნაწილები არაერთხელ მოპარეს. ამის გამო მან სახელოსნოს კამერებით აღჭურვა გადაწყვიტა. ამ ვერსის თანახმად, მან  ქურდის ვინაობა გაიგო და იგი თავიდან მოშორების მიზნით მოკლეს.  

გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. ჯერჯერობით უცნობია ჰყავს თუ არა პოლიციას დამნაშავეები იდენტიფიცირებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების გახმოვანებისგან პოლიცია თავს იკავებს. 

„შუადღე იქნებოდა, დღის 4 საათი, როცა სროლი ხმა გაისმა. შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს. მხოლოდ დაჭრილმა დამხმარე ბიჭმა იცის ვინ დაესხათ თავს და რა იყო სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი. თავიდან გვეგონა ალბათ ბავშვები თამაშობენ და ასაფეთქებლებს ისვრიანო. თუმცა ადგილზე მისულებს  საზარელი სურათი დაგვხვდა. ერთი დაჭრილი იყო სახელოსნოში და მეორე გარდაცვლილი. თავდამსხმელი კი ადგილიდან გაქცეული. ფეხით იყო, ავტომობილით თუ რით, არავინ იცის. 

„ერთი ვერსიაა, რომ ხელოსანს ბოლო დროს დაშლილი ავტომობილების ნაწილებს ვიღაც ჰპარავდა. მან კი სახელოსნოში კამერები დააყენა. სავარაუდოდ ვიღაცა ან ფაქტზე გამოიჭირა, ან მისი ვინაობა გაიგო, რის გამოც მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ეს დამხმარე ბიჭი კი სრულიად შემთხვევით მოხვდა, როგორც თვითმხილველი. მისი მოშორება სცადეს. მთელი ღამე პოლიცია მუშაობდა. კამერები არის და შესაძლოა იდენტიფიცირებულიც ჰყავდეთ უკვე დამნაშავე. ზუტად არავინ არაფერი იცის“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×