ელზა პაპოშვილი
15.12.2022

ახალქალაქში სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის მოკვლა ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებით სცადა. როგორც „რეზონანსს“ ქალის მეზობლები უყვებიან, ძლიერი აფეთქების ხმა მათ ე.წ. სამხედრო დასახლებაში  ღამის 11 საათზე გაიგეს. მიზეზი წინასწარ განზრახული მკვლელობა იყო. 

სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ადრესატს, სახლის კართან, საჩუქრებთან ერთად დაუდეს. ქალმა საჩუქარი სახლში შეიტანა და გახსნის შემდეგ მიხვდა, რომ იქ ასაფეთქებელი იდო. ამიტომ, ოთახიდან გაქცევა მოასწრო. ქალი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა, მცირედი დაზიანებები მაინც მიიღო. 

 აფეთქებამ ოთახის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩამსხვრეულია მინები და მთლიანად დაზიანებულია შიდა პერიმეტრი. საქმე მომხდარიდან მალევე გაიხსნა. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი ცხელ კვალზევე დააკავა. ქალი კი პოლიციაში ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. 

რა იყო ქალის მკვლელობის მცდელობის მიზეზი, მეზობლებმა არ იციან. მათ მხოლოდ აფეთქების და ქალის ყვირილის ხმა გაიგეს. გარეთ გამოსულებმა კი ნახეს, რომ მათი მეზობელი ახალგაზრდა ქალი მცირედი დაზიანებებით კიბეზე მორბოდა.    

„საღამოს თერთმეტი საათი იყო, რომ სახლის კართან საჩუქრებთან ერთად შეფუთული ყუთი მიუტანეს. ვინ მიიტანა, არ იცის. კარი რომ გააღო, კართან დახვდა. იფიქრა, ვიღაცამ სიუპრიზი გამიკეთაო და საჩუქრები სახლში შეიტანა. ყუთი რომ გახსნა დაინახა, რომ ხელნაკეთი ბომბი იდო, ამიტომ მისი გადაგდება და სახლიდან გამოსვლა მოასწრო. მიხვდა, რომ მისი მოკვლა უნდოდათ. 

„იმხელა აფეთქების ხმა იყო, მეგონა გაზი აფეთქდა. გამოვცვივიდით გარეთ და ვნახეთ, რომ ჩვენს მეზობელს ინგას ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ყვიროდა. გვითხრა, რომ მისი მოკვლა უნდოდათ. პოლიცია გამოვიძახეთ და დაკითხვაზე გადაიყვანეს. სახლის ნახევარი დანგრეულია. ბეწვზეა გადარჩნეილი. ალბათ ხელში რომ აფეთქებოდა, მისგან არაფერი აღარ დარჩებოდა. წარმოდგენა არ გვაქვს ვინ დააკავეს. ამბობენ დაკაებული ახალგაზრდა ბიჭიაო. ვინ არის და რა უნდოდა არ ვიცით“, - ყვებიან „რეზონანსთან“ ადგილობრივები.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×