ელზა პაპოშვილი
14.12.2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი დაკარგული საქონელი გახდა, რომლის მოპარვასაც მამაკაცი 50 წლის მეზობელს აბრალდებდა. 

მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ ანაგრიშსწორებაში გადაიზარდა, მამაკაცმა კი მეზობელი ამის შემდეგ ცეცხლსასროლით ფეხის არეში დაჭრა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ კონფლიქტის შემდეგ დაკარგული ძროხა გამოჩნდა და გაირკვა, რომ ის ნახირის მოსვლის დროს გზაში დაიკარგა. მოგვიანებით კი ადგილობრივებმა საქონელი ერთ-ერთ ვენახში გზააბნეული იპოვეს. 

მომხდარზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.   

„რაც ვიცით, ისაა, რომ ერთ-ერთი თანასოფლელის ვენახში ჩხუბი მოსვლიათ. ამ ბიჭის ძროხა არ გამოჩენილა და საძებრად გამოსულა. ნახირს უნდა მოჰყოლოდა და არ მოჰყვაო. გზაზე ეს კაცი შეხვედრია და უთქვამს შენ მომპარეო. არ ვიცი ამ კაცზე ეჭვი რატომ აიღო. 

„ამაზე ჯერ სიტყვიერად შელაპარაკებულან, მერე კიდევ ერთმანეთის ცემა დაუწყიათ. ამ ბიჭს ამდგარა და ფეხში უსვრია. ამ სროლის ხმაზე ადგილობრივები რომ მივიდნენ, ნახეს ფეხში იყო დაჭრილი. აიყვანეს და მოჰყავდათ, სისხლი გასდიოდა. გამოიძახეს მერე სასწრაფო და პოლიციაც მოჰყვა. 

„აღმოჩნა, რომ ძროხა გზაში დაკარგულა, სახლის  გზა აებნა და ვიღაცის ადგილში იყო ასე გაჩერებული. მოუყვანეს ამ  კაცს ეს საქონელი და აღმოჩნდა მეზობელი ტყუილად დაჭრა და თავიც შარში გაყო“, - ყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×