რეზონანსი
12.06.2024

გასულ წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო, ხოლო ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო მიეცა, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, ლილუაშვილმა კორუფციის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, გასულ წელს საქართველომ 180 ქვეყანას შორის 53 ქულით 49-ე ადგილი დაიკავა.

„2023 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე და ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო მიეცა, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კოორდინირებულად განხორციელებული პროაქტიული ქმედებების შედეგად, საქართველო კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში.

მოგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, 2023 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს.

ხოლო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 72.7% დაიმსახურა. ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 14 ქვეყანას. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა.

ასევე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს და ევროპის საუკეთესო ათეულშია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×