რეზონანსი
29.11.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოიტანა.

„ჩვენმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა ეს შესაძლებლობა, ერთის მხრივ თავი მოვიწონოთ, იმიტომ, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდა არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ტარდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„როგორც ქვეყნის პრემიერმა თქვა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შემოვა, სადაც აისახება ის გაზრდილი შემოსავლები, რომლითაც ფიქსირდება არა 8,5%, როგორც ახლა გვაქვს მოქმედი გათვლა, არამედ 10%-ზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდა. უკვე მეორე წელია ასეა და ეს სწორედ ღარიბაშვილის და მისი მთავრობის დამსახურებაა. სწორედ ამან მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ხელფასი 20%-ით. რომ საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით მოემატოთ. მათ შორის მუნიციპალიტეტებს მიეცა შესაძლებლობა, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის გაეზარდა ხელფასები. ასევე, შეჭირვებულ ოჯახებში ბავშვების დახმარება 50 -დან 200 ლარამდე გავზარდეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში. პენსიები 30%-დან 70%-მდე იზრდება, ეს დამოკიდებულია ასკზე და იმაზე მთაში ცხოვრობს თუ ბარში“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×