რეზონანსი
14.09.2022

ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკასა და ჟდანოვაკანის დამაკავშირებელ გზაზე. ინფორმაციას რადიო NOR-ზე დაყრდნობით "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ ე.წ. მინივენის ტიპის მანქანა ასფალტის საპრეს მანქანას დაეჯახა, რომელშიც ოთხი ადამიანი იჯდა.

არსებული ინფორმაციით, სამი დაშავებული ნინოწმინდის ჰოსპიტალში სხვადასხვა დაზიანებებით შეიყვანეს, რომელთაგან ორი მალევე გაეწერა, ერთი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც „ჯავახავტოგზა" ასრულებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

„ეს არის საპრესი დანადგარი, რომელიც იდგა გვერდულზე, დეტალები ზუსტად არ ვიცი. ჯერ სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობდა (გზაზე). უნდა მივსულიყავით, რომ უნდა დაგვეწყო მუშაობა. საპრესი მანქანა გაჩერებული იყო თუ მოძრაობდა-არ ვიცი ზუსტად. მე როგორც ვიცი მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა შეეჯახა და მგზავრები არიან დაშავებული. მანქანაში იჯდა ოთხი მგზავრი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სამს მსუბუქი დაზიანება აქვს და ერთს მგონი მოტეხილობა. რაც შეეხება ჩვენს ტექნიკაზე ვინც იჯდა, მას არაფერი სჭირს",-აცხადებენ "სამხრეთის კარიბჭესთან" კომპანიაში.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა განთავსებული სპეციალური აღმნიშვნელი დროებითი ნიშანი, რაც მომავალ მანქანებს მიანიშნებდა მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

"სამხრეთის კარიბჭე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×