რეზონანსი
14.09.2022

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ქალაქ იზიუმში, ხარკოვის რაიონში, სადაც მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის გარდა, იზიუმში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

როგორც მედია წერს, ქალაქი იზიუმი უკრაინელებმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ხარკოვის რაიონში განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად. ამასთან, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ხარკოვის ოლქში დაახლოებით 300 დასახლება გათავისუფლდა ოკუპანტებისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×