რეზონანსი
14.09.2022

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. მსჯავრდებულ ალექსანდრე ტოგონიძის ახლობლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ისინი მანდატურებმა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ხმაური სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ორივე ინსტანციის სასამართლომ ალექსანდრე ტოგონიძეს 17 წლით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება ალექსანდრე ტოგონიძეს 2018 წელს მეგობრის განზრახ მკვლელობას ედავება.

ოჯახი ბრალს უსამართლოს უწოდებს, მათი თქმით, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც ტოგონიძის ბრალეულობას დაამტკიცებს, ამიტომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

"დაცვის მხარე რკინის ქალამნებს ჩაიცვამს და ალექსანდრე ტოგონიძის მიმართ ამგვარი სახის დაუსაბუთებელ ბრალდებას, სადაც ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს და აპელაციამ იკადრა და შეურაცხყო მართლმსაჯულება და მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ჩვენ აღნიშნულს, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას განვახორციელებთ,“ - ამბობს ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც  ერთობლიობაში მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული დანაშაული სწორედ ალექსანდრე ტოგონიძის მიერ იქნა ჩადენილი.

"ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა, არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად მოპოვებული მასალა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული დანაშაული სწორედ ალექსანდრე ტოგონიძის მიერ იქნა ჩადენილი. რაც შეეხება წამებას და მის მიმართ არა ადამიანურ მოპყრობასთან მიმართებაში განცხადებას, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს,“ - ამბობს პროკურორი, რეზო თოფურია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×