რეზონანსი
16.03.2024

„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათია ბანძელაძე საზოგადოებას ქართველი ექიმის კიდევ ერთ სასიხარულო ისტორიას უზიარებს.

საუბარია „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელ, ლევან ჭელიძეზე, რომელმაც როგორც ირკვევა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 65 წლის ქალბატონი გადაარჩინა.

„ისევ ლევანი და ისევ ამბავი ნაჩუქარ  სიცოცხლეზე! გადაწურული იმედის შემთხვევაშიც ბოლომდე იბრძვის, არ ნებდება! „ლევანი ექიმო“ კაცი, რომელიც ,,სიცოცხლეს“ აბრუნებს.

5-საათიანი დაუღალავი ბრძოლის შედეგად, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 65 წლის გადარჩენილი ქალბატონი”, – წერს ნათია ბანძელაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×