რეზონანსი
19.11.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ყველა გრძნობის ორგანო გამძაფრებული გაქვთ - მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა. გამძაფრებული ინტუიცია მოსალოდნელი შეცდომების შესახებ გაფრთხილებთ და ღირებული რჩევებით გეხმარებათ.

კურო

ამ დღეს ზედმეტად კატეგორიული ხართ და სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ხედავთ. საეჭვოა, რომ გარშემო მყოფებს თქვენი პრეტენზიულობა მოეწონოთ, ამიტომ ეცადეთ უფრო მომთმენი იყოთ ადამიანებისა და მათი ნაკლოვანებების მიმართ.

ტყუპები

პოზიტიური განწყობის წყალობით, ამ დღეს ყველგან ბრწყინავთ. ერთადერთი სირთულე ისაა, რომ ემოციური აღმაფრენის გამო ყოველდღიური, შრომატევადი საქმის შესრულება გიჭირთ. სამაგიეროდ, თავს მშვენივრად გრძნობთ იქ, სადაც ცხოვრება ჩქეფს. ვარსკვლავები გირჩევენ, აუცილებლად წახვიდეთ წვეულებაზე, სადაც დაგროვილი ემოციებისგან დაიცლებით და იმხიარულებთ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს საკუთარ წარსულს შეხვდებით. შეიძლება, ძველი ფოტოალბომი იპოვოთ, დიდი ხნის უნახავ ადამიანს გადაეყაროთ, ძველი პროექტის განახლება მოინდომოთ. ასეა თუ ისე, ამ დღის ზოგი მოვლენა წარსულს სასიამოვნოდ გაგახსენებთ.

ლომი

კომუნიკაბელურობის წყალობით, საერთო ენის გამონახვას ნებისმიერ ადამიანთან ახერხებთ! ყველაფერი, რაც კარიერას, დაწინაურებას და კომუნიკაციას ეხება, შესანიშნავად გამოგდით. თუ უფროსისა და კოლეგებისთვის საკუთარი იდეების გაზიარება, ახალი პროექტის დაწყება ან საჭირო კონტაქტების დამყარება გსურთ, ამისთვის უკეთესი დროს ვერ იპოვით.

ქალწული

ეცადეთ, ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ. უსარგებლო ნივთების შეძენის გარდა, შეიძლება თაღლითების სამიზნეც გახდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყოველი თეთრი აკონტროლოთ და ფინანსებთან დაკავშირებული მანიპულაციები სხვა დღისთვის გადადოთ.

სასწორები

ამ დღეს ნებისმიერ დავალებას სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ეს არ ნიშნავს, რომ გზაზე დაბრკოლებები არ შეგხვდებათ, უბრალოდ, მათ გვერდს ადვილად აუვლით. გარკვეულწილად, ეს თქვენი დახვეწილი ინტუიციისა და ოპტიმისტური განწყობის დამსახურებაა.

მორიელი

დილიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს ებრძვით. თუ არ გსურთ, რომ დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა საბედისწერო შეცდომამდე მიგიყვანოთ, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობა შეაფასოთ. თუ ოცნებების განხორციელება გსურთ, მათზე სათანადო ფოკუსირება უნდა მოახდინოთ. გამოვა თუ არა? თუ არ სცადეთ, ვერასოდეს გაიგებთ.

თხის რქა

თქვენს ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს! მთელ დღეს ცდილობთ, რაღაც ახალი ისწავლოთ ან გაიგოთ. ეცადეთ, თავისუფალ დროს მუზეუმში, კინოში ან ისეთ ადგილზე წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

მერწყული

ბედი გაიძულებთ, რომ საკუთარი ბუნაგიდან გამოძვრეთ და სამყაროს შეეგებოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა და შეხვედრები გელით, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გარკვეულწილად შეცვლის.

თევზები

როგორი მიზანიც არ უნდა გქონდეთ, ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ. თქვენს ჰოროსკოპში მონდომება და დიდი შინაგანი ძალა დომინირებს. ვარსკვლავები მოქმედებისკენ მოგიწოდებენ - მამაცი ადამიანები საკუთარ ბედს თავად ქმნიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×