რეზონანსი
04.05.2021

მაისი ყველას ჰპირდება ცვლილებებს, რომანტიკული განწყობას. გაეცანით თქვენი ნიშნის პროგნოზს, რათა იცოდეთ, რა გელოდებათ კონკრეტულად თქვენ.

ვერძი

მარტოხელებისთვის: შუა მაისიდან სურვილების ასრულება გელოდებათ. რომანტიკული გრძნობები პატარა გოგონად გადაგაქცევთ, მაგრამ გარეგნულად ისეთი ცივი და უკარება იქნებით, რომ სასურველ მამაკაცსაც კი გააოცებთ.

დაწყვილებულებისთვის: მაისში უფრო კარიერა გადარდებთ, ვიდრე სიყვარული. თქვენი შემოსავალი გეომეტრიული პროგრესით იმატებს. არ არსებობს მიზანი, რომელსაც 

ვერ განახორციელებთ.

კურო

მარტოხელებისთვის: კუროები დაბადების დღიდან უკეთესები გახდებით, ცვლილებები მოგინდებათ. მიხვდებით, რომ ახალი შთაბეჭდილებები, ემოციები გესაჭიროებათ. ძველი შაბლონების დამსხვრევას მოინდომებთ და პირველ რიგში, სიყვარულში.

დაწყვილებულებისთვის: ყველაფერი გაწერილი გაქვთ, გრძნობების გამოხატვაც კი. გირჩევთ, დღეში რამდენიმე საათი გამოყოთ სიყვარულისთვის, იმ მომენტისთვის, როცა თვალები აგიციმციმდებათ და გული გრძნობებით აგიჩქროლდებათ.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: თავით გადაეშვებით რომანტიკაში. შეიძლება ყოველ უქმეებზე სხვადასხვა მამაკაცს დაუნიშნოთ პაემანი. ბიზნესსაქმიანობა მოიცდის, წინ შამპანურის შადრევანი და სიყვარულის ახსნა გელი.

დაწყვილებულებისთვის: მაისში თავს მექსიკური სერიალის გმირივით იგრძნობთ: ჭურჭლის მტვრებითა და კამათის მერე ემოციური შერიგებით. ხან "მიყვარხარ, უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია", ხან "გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან" - იქნება თქვენს ურთიერთობაში.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: ვარდისფერ სათავალეს მოირგებთ და სამყაროს ღიმილით შეხედავთ. ამის მიზეზი კი შეიძლება გახდეს ახალგაცნობილი, რომელიც თვითშეფასებას აგიმაღლებთ.

დაწყვილებულებისთვის: თუ ბოლო დროს ერთმანეთისთვის ვერ იცლიდით, მაისში მოგეცემათ შესაძლებლობა მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ზოგიერთს საინტერესო საქმიანობა, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა ელის.

ლომი

მარტოხელებისთვის: ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, თავად ეცდება თქვენთან შეხვედრას, თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას. მასთან დაწყებული რომანი სასიამოვნო და ხანგრძლივი იქნება.

დაწყვილებულებისთვის: თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, კამათი გარდაუვალი იქნება. ურთიერთპატივისცემა და მშვიდი ტონი ყოველთვის მოგიტანთ გამარჯვებას.

ქალწული

მარტოხელებისთვის: მაისი თავს დაგამახსოვრებთ, როგორც იმ ერთადერთის ძიების თვე. ზოგიერთმა კი შეიძლება ეს დრო საკუთარი თავის გაუმჯობესებას, სულიერი ბალანსის აღდგენას და იმის გარკვევას დაუთმოთ, თუ რა გსურთ სინამდვილეში.

დაწყვილებულებისთვის: პერიოდულად საყვარელი ადამიანის უარყოფითი თვისებები ნერვებს მოგიშლით და ახალ-ახალი კამათის მიზეზს მოგცემთ.

სასწორი

მარტოხელებისთვის: მამაკაცები კომპლიმენტებით აგავსებენ და ღიმილი ყველა სამკაულზე მეტად დაგამშვენებთ. თაყვანისმცემლების არმია გამოგიჩნდებათ, მაგრამ ის ერთადერთი უნდა შეარჩიოთ.

დაწყვილებულებისთვის: მშვიდი, რომანტიკული მაისი გელოდებათ. მოგეცემათ შესაძლებლობა, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული დღეები მოიწყოთ.

მორიელი

მარტოხელებისთვის: მაისივით განწყობა გექნებათ, ხან მოსიყვარულე ხართ, ხან შხამიანი გამონათქვამებით აგიჟებთ გარშემო მყოფებს. ნუ შეაშინებთ და გააქცევთ ყველა თაყვანისმცემელს.

დაწყვილებულებისთვის: მეტად რომანტიკული უნდა გახდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ხშირად გაისეირნეთ ქალაქგარეთ, მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: სასიამოვნო და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ეცადეთ, იმ ადამიანის სიყვარული მოიპოვოთ, ვისზე ფიქრიც მოსვენებას გიკარგავთ.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ. ნუ გახდებით ზედმეტად მომთხოვნი და შეუძლებელს ნუ მოითხოვთ. შეირგეთ ის, რაც გაქვთ და იმით იყავით ბედნიერი.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: მაისში იმაზე ადვილად და სწრაფად შეგიყვარდებათ, ვიდრე წარმოგედგინათ. რომანტიკა და თავგადასავალი კარგია, მაგრამ არაფერი დაშავდება, თუ პარტნიორს საიმედოობაზე გადაამოწმებთ.

დაწყვილებულებისთვის: ეჭვიანობამ შეიძლება იდეალური კავშირიც კი შეარყიოს. უმჯობესია, საყვარელი ადამიანი შეაქოთ დახმარებისთვის, წინსვლისთვის, საჩუქრისთვის.

მერწყული

მარტოხელებისთვის: მაისში ძველი კავშირების აღდგენის შესაძლებლობაც მოგეცემათ და ახალი რომანტიკული ნაცნობობაც გელით. შეიძლება მიიღოთ შეტყობილება თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან. ნახავთ, რომ ის განშორების შემდეგ გაიზარდა და თქვენთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

დაწყვილებულებისთვის: მაისში სამსახურზე წინ რომანტიკა უნდა დააყენოთ. იმუშავეთ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

თევზები

მარტოხელებისთვის: მამაკაცების ყურადღებით იქნებით განებივრებული. ახალ მეგობრებსაც გაიჩენთ და თაყვანისმცემლებსაც. არ მოგინდებათ რამის შეცვლა და ერთ კონკრეტულ ადამიანზე შეჩერება. გსურთ, რომ რომანტიკული ურთიერთობა განსხვავაებულ ტიპაჟებთან გქონდეთ.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანთან მშვიდი საუბრით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე ჩხუბით და გაბუტვით. მანიპულაციას უნდა მოეშვათ, ურთიერთობაში კი რომანტიკული იყოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )