რეზონანსი
06.04.2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსიმა ნინო გიორგობიანმა, სოციალურ ქსელში განმარტა, თუ რატომ არ ჰქონდა გაკეთებული პრემიერს ვაქცინა.

ნინო გიორგობიანი წერს, რომ პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია.

"როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, იგი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

ასევე, გატარდა ყველა ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით.

კითხვები დაისვა, რატომ არ აიცრა აქამდე პრემიერ-მინისტრი. მინდა განვმარტო, რომ ამ შემთხვევაში, პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია და შესაბამისად, ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.

პ.ს. მე გუშინ გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის!,"- წერს ნინო გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )