თამთა ჩაჩანიძე
07.03.2024

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტთან დებატებს ითხოვს. ამაზე ბაიდენის შტაბიდან უკვე უპასუხეს, რომ საუბარი ექნებათ „შესაფერის დროს" და ტრამპს მოუწოდეს ბაიდენის ხუთშაბათის გამოსვლას უყუროს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბაიდენი დებატებზე, დიდი ალბათობით, საბოლოოდ უარს იტყვის.

„მე მგონი ბაიდენი დებატებს არ დათანხმდება. ამით ტრამპს კიდევ ერთი მიზეზი მიეცემა რეიტინგი გაზარდოს. ტრამპს უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტობისკენ გზა უკვე გაუხსნა. მან პრაიმერები ათ შტატში კიდევ მოიგო და რესპუბლიკელებიდან საპრეზიდენტო კანდიდატი ის იქნება. დემოკრატებიდან კი ისევ ბაიდენი გავა.

„ჩემი აზრით, თუ ტრამპი და ბაიდენი გავიდნენ, ტრამპი არჩევნების მოგებას შეძლებს, შესაძლოა 2020 წლის შედეგი აღარ განმეორდეს. ტრამპს აფროამერიკელი მოსახლეობის მხარდაჭერაც გაეზარდა, რაც ადრე მისთვის ადრე პრობლემური იყო.

„თუ დებატები შედგა, ტრამპი ალბათ შიდაპოლიტიკურ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას, სიციალურ-ეკონომიკური და შიდა პოლარიზაციის საკითხებზე. ის ბაიდენზე ენერგიულია და უფრო მეტ არგუმენტებს მოიყვანს. ბაიდენი უარს იმიტომაც იტყვის დებატებზე, რომ ჯანმრთელობის პირობები ამის საშუალებას მაინცდამაინც არ იძლევა და არაა გამორიცხული, რომ ტრამპმა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გამოიჭიროს და ქულები დაიწეროს.

„აშშ-ში დაუწერილი ტრადიციაა, რომ როცა იმარჯვებენ დემოკრატები, მერე ხელისუფლებაში ყოველთვის რესპუბლიკელები მოდიან, ამ კანონზომიერებიდან გამომდინარე, ახლა აშკარად რესპუბლიკელების ჯერია და ეს მომენტიც გასათვალისწინებელია",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელების კიდევ ერთი კანდიდატის, ნიკი ჰეილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შემდეგ, ტრამპი ბაიდენთან დებატებს ითხოვს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის აუცილებელია, რომ ჯო ბაიდენთან ერთად იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც ამერიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ტრამპის განცხადებას უკვე უპასუხეს ბაიდენის შტაბში. მათი თქმით, დებატები „შესაფერის დროს" გაიმართება.

5 მარტს, აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა, რა დროსაც ერთდროულად 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის პრაიმერები, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი აირჩიეს.

14 შტატში რესპუბლიკური პარტიიდან გამარჯვებული დონალდ ტრამპი გახდა.ნიკი ჰეილიმ წარმატებას მხოლოდ ერთ შტატში, ვერმონტში მიაღწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×