რეზონანსი
19.04.2024

ვარშავის გეტოში აჯანყების დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, პოლონურმა ინსტიტუტმა კონცერტი მოაწყო ვიერა გრანის რეპერტუარით, რომელსაც ვარშავის ებრაული თეატრის არტისტი, Monika Chrząstowska ასრულებდა. მომღერალს აკომპანიმენტს უწევდნენ: Bartozzi Wojciechowski - ბასი, Franciszek Wajdzik - ფორტეპიანო, Kuba Chmielarski - გიტარა, ომის დროინდელი ვარშავის სიმღერების ჯაზური არანჟირების საშუალებით ღონისძიებამ ებრაული წარმოშობის გამორჩეული პოლონელი მომღერლის მძიმე ბედი შეგვახსენა.

ვიერა გრანი - პოლონელი კაბარე და კინოს მსახიობი, ებრაული წარმოშობის მომღერალი, ომისწინა ვარშავის პერიოდის ვარსკვლავი იყო. მის სიმღერებს სიყვარულზე მთელი ვარშავა მღეროდა.

1941 წლის მარტში იგი ნებაყოფლობით შევიდა ვარშავის გეტოში, რათა იქ მყოფ დედასა და დებს შეერთებოდა. გეტოში გრანი კაფე "Sztuka"-ს მხატვრული ხელმძღვანელი გახდა, სადაც მსმენელს თავისი ულამაზესი, გამორჩეული, ხავერდოვანი ხმით ხიბლავდა. მას აკომპანიმენტს ვლადისლავ შპილმანისა და ადოლფ გოლდფედერის შესანიშნავი საფორტეპიანო დუეტი უწევდა.

ვიერა გრანი ერთადერთი იყო თავისი ოჯახიდან, რომელიც ომს გადაურჩა.

ომის შემდეგ მან სცენაზე გამოსვლა განაახლა, თუმცა გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდების გამო, მას ყველგან სდევნიდნენ და ავიწროებდნენ. სიმართლის გასარკვევად მან პროკურატურასთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობაც კი დაიწყო. მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ, გამოძიება „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო" შეწყდა და დადგინდა, რომ ბრალდებები მხოლოდ ჭორებსა და ცილისწამებას ეფუძნებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×