ელზა პაპოშვილი 01.05.2021

გლდანის ბაზარში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაირკვა. სიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ლაშა არჩვაძე ბრალს აღიარებს და ადასტურებს, რომ დის ქმარს ლაშა სულთანიშვილს ორჯერ ესროლა, ამის შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. მისი სიძის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.
|
ელზა პაპოშვილი 30.04.2021

საფრანგეთში ტერორისტული დანაშაულებრივი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობისა და ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს, - მათ შორი ორი ქართველია. ისინი წარმოშობით პანკისის ხეობიდან, სოფელ დუისიდან არიან და ქვეყანა რამდენიმე წლის წინ დატოვეს. დაკავებეულები არიან ალაუდინ გაურგაშვილი და გია ქავთარაშვილი. თუმცა ორ დღიანი პატიმრობის შემდეგ ალაუდინ გურგილაშვილი დაკითხვის შემდეგ გაათვისუფლეს. ხოლო პატიმრობაში გია ქავთარაშვილი კვლავ რჩება.
|
ელზა პაპოშვილი 30.04.2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაჭრეს. ამის შესახებ თვითმხილველები ყვებიან. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მათ, სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.04.2021

დღეის მონაცემებით 1 476 ახალი შემთხვევებიდან დედაქალაქში 923 დაფიქსირდა, 15 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თბილისის მაჩვენებელი ძალიან ბევრია.
|
ელზა პაპოშვილი 29.04.2021

„მხედრიონის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და შევარდნაძისდროინდელ შინაგან საქმეთა ყოფილ გუშინ თავდასხმა სცადეს. თეიმურაზ ხაჩიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, პარტია „ცენტრისტების“ დამფუძნებელს უცნობმა პირებმა იმ დროს მიაკითხეს, როდესაც ის მეგობრის ოფისში იმყოფებოდა. 12-მდე ადამიანი ოფისში შეჭრას ცდილობდა და ხაჩიშვილს გარეთ გასვილსკენ მოუწოდებდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.04.2021

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დღთი-დღე პიკისკენ მიიწევს, ბოლო 14 დღის ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი საგანგაშოა და ის 4,54 %-ს შეადგენს, ხოლო ხუთშაბათის კი 4,94%-ია. ეპიდვითარების გამო, აღდგომის დღებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.
|
ელზა პაპოშვილი 28.04.2021

ქმრის მკვლლეობის დაფარვის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს - ქეთი ჩხაიძეს რამდენიმე საათის წინ სამართალდამცველებმა ხელბორკილი დაადეს. გამოძიების მიხედვით, 28 წლის ქალმა ქმრის მკვლლეობის დასაფარად მტკიცებულებები დამალა და გაანადგურა.
|
ელზა პაპოშვილი 27.04.2021

სისხლიანი გარჩევა ახმეტაში - დაჭრილია 38 წლის ირაკლი ქინქლაძე. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დროს ესოლეს, როდესაც ის ავტომობილით ფეხძიმე მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა. ცეცხლსასროლი ჭრილობების გარდა, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც აქვს მიყენებული. „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გავლენების გადანაწილებას უკავშირდება.
|
ქრისტინე კაპანაძე 27.04.2021

სკოლის პედაგოგების ნაწილი უარყოფითად აფასებს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანამხადაც აღდგომის შემდეგ პედაგოგების აცრა ჩინური ვაქცინა „სინოფარმით" დაიწყება. თავის უკმაყოფილებას ისინი სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოხატავენ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ამის მთავარი მიზეზი ხელისუფლების მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის არასწორად წარმართვაა.
|
ელზა პაპოშვილი 24.04.2021

პოლიცია აბასთუმანში ამ დრომდე ეძებს მკვლელობაში დამნაშავეე 35 წლის მამაკაცს. დანაშაული მდინარე კურცხანასთან მოხდა, სადაც შემოვლითი გზა შენდება. დავით მელიქიძე თავის ცოლისძმასთან ერთად ობიექტზე მევალისთვის ფულის მოსათხოვნად მივიდა, რა დროსაც გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მოვალემ მას სანადირო თოფიდან ესროლა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.04.2021

ამ ეტაპზე ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჯანდაცვის სექტორი ვითარებას მართავს, სწორედ ამიტომ შეზღუდვების გამკაცრება არ განიხილება და ამ ეტაპისტის მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 23.04.2021

თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 46 წლის კაცი დაკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|