რეზონანსი
10.05.2024

ვნახე ერთ-ერთი საელჩოს განცხადება სადაც ამოვიკითხე - უკანონო დაკავებები, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ამ საელჩოს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე, გადაამოწმოს და ჩაასწოროს, რას ეძახიან უკანონო დაკავებას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებას.

„გავიგეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები და მოწოდებები, მაგრამ არ მგონია რომ რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. ასეთი შეცდომები ამ საელჩოებს არაერთხელ დაუშვიათ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×