რეზონანსი
10.05.2024

ტელეკომპანია "იმედი" რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. არხიდან წასულთა შორის არც ერთი არ არის ახალი ამბებისა და პოლიტიკის ჟურნალისტი.

გამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანია დატოვეს "იმედის დილისა" და "პრაიმშოუს" წამყვანებმა.

გამოცემა ერთ-ერთ მათგანსაც ესაუბრა, თუმცა მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ჯერ ვერ ისაუბრებს.

წინასწარი ინფორმაციით, ტელევიზიიდან წავიდნენ დილის გადაცემის წამყვანები - ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი.

სავარაუდოდ, მათ შორის, ვინც დატოვა "იმედი", ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილიც არიან. ისინი წლების განმავლობაში უძღვებოდნენ არხის გასართობ გადაცემას "პრაიმშოუ".

ტელეკომპანიიდან თანამშრომლების გადინების პროცესი ბოლოდროინდელ აქციებს და მათ ირიბ მხარდაჭერას უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×