რეზონანსი
01.05.2024

გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ პოტენციური ცვლილებები განიხილება და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სპეკულაციებს თავი დაანებონ.

„არავითარი პოტენციური კანონმდებლობა, პოტენციური ცვლილებები არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება. აქაც გამოჩნდა თქვენი რეალური სახე. ანუ, ახლა არ არის მძიმე, მერე დაამძიმებთო. მერე აპირებთ რაღაცის შემოცურებასო. აქ გაიშიფრეთ მარტივად, რომ ეს მართლაც არ არის მძიმე რეგულაციები, რომელიც ვინმეს ტვირთად დააწვება. პოტენციურად რისკს ვხედავთ, რომ ჰიპოთეტურად, თეორიულად, ოდესღაც, თურმე, შეიძლება, ეს გამკაცრდეს და სხვა კანონებში შევიდეს ცვლილებაო. ეს არის ტყუილი. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამიტომ თავი დაანებეთ ასეთ ტყუილებს და სპეკულაციებს. თან ხომ მოდიხართ გამარჯვებით კაცო ამ არჩევნებზე? ხომ იმარჯვებთ? რა გაშინებთ? ხომ შეცვლით ამ კანონს, არა? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში? რა თქმა უნდა, გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ," - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×