რეზონანსი
01.05.2024

თქვენ, პოლიტიკური ლიდერები დგახართ პირველ ხაზში, რომლებიც იჩენთ აგრესიას პოლიციელების მიმართ, ქვებს ესვრით და ა.შ. - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აქციაზე ყოველ ჯერზე იყო მოწოდებები პიკეტირებაზე, რაც კანონით აკრძალულია.

მან ოპოზიციას მოუწოდა, თუ ევროპა სურთ, კანონს დაემორჩილონ, რადგან პაპუაშვილის თქმით, ევროპა არის სწორედ კანონმორჩილება.

„ყველამ ვნახეთ კადრები, რაც მოხდა. იქნება გამოძიება, ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ კადრებიც ვნახეთ. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, როდესაც აქცია იყო თქვენი პოლიტიკოსების მხრიდან, გადაიზარდა ძალადობაში, ყოველ ჯერზე იყო მოწოდებები პიკეტირებაზე, რაც კანონით აკრძალულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ გსურთ რაიმეს გაპროტესტება, გააპროტესტეთ, პიკეტირება, პოლიციაზე ძალადობა, პოლიციის შეურაცხყოფა, ქვების სროლა, რაც გუშინ ვიხილეთ და ეს დღეები ვხედავთ, ზუსტად თქვენ, პოლიტიკური ლიდერები დგახართ მერე პირველ ხაზში, რომლებიც იჩენთ აგრესიას პოლიციელების მიმართ, ქვებს ესვრით და ა.შ. ამიტომ, ევროპა თუ გინდათ, ევროპა არის კანონმორჩილება. დაემორჩილეთ კანონს",- მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×