რეზონანსი
28.04.2024

"ოცნების" მიზანია, საქართველოსა და ევროპას შორის კედელი ამოაშენოს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებების უგულებელყოფა, ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას სურს, ქვეყანა ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მარტო დატოვოს.

„ოცნების“ ამოცანა და მიზანი არის ის, რომ კედელი ამოაშენოს საქართველოსა და ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს შორის და ასეთ ვითარებაში საქართველოს დატოვოს პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ის განცხადებები რაც ჩვენ  მოვისმინეთ აშშ-გან, რაც გვესმის არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ ევროპის სახელმწიფოების ლიდერებისგან, აჩვენებს, რომ თუ არ შეიცვლება საქართველოში არსებული ვითარება და პოლიტიკური რეალობა, დარჩება ის, რაც არის და გაგრძელდება რუსული კანონის გზა, მაშინ აღიმართება კედელი, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური განხილვის საგანი ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება გახდა. გიტანას ნაუსედამ პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე რუსული კანონის გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და ევროპას მოქმედებაზე გადასვლა ურჩია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×