რეზონანსი
27.04.2024

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ქრონიკაში" განაცხადა, რომ რიკოთის მონაკვეთზე 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. გიორგი წერეთლის თქმით, 51 გვირაბიდან უკვე 50 გვირაბი გაჭრილია. 97 ხიდიდან კი 89 უკვე აშენებულია.

„დღეს, უკვე 42 გვირაბით და 76 ხიდით ვსარგებლობთ. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთელმა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალურ გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთის დაფარვა 6 წუთში იქნება შესაძლებელი.

„როდესაც გაიზარდა ინტენსივობა, ზესტაფონი იყო პრობლემური, დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე ინტენსივობიდან გამომდინარე, მაგისტრალური გზა გადიოდა ზესტაფონზე და იქ საცობები იქმნებოდა. ეს პრობლემა უკვე მოიხსნება და ამ მონაკვეთში დროის დაზოგვა იქნება მნიშვნელოვანი და 6 წუთში შესაძლებელი იქნება შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის დაფარვა", - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის 26 აპრილს გაიხსნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×