რეზონანსი
25.04.2024

დღეს მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მიუხედავად ევროპარლამენტარების გადატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ შეძლეს და მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.

„რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა, დებატები უძღოდა წინ დღევანდელ დღეს და საბოლოოდ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერენ პირველ რიგში მხარს და მხარს უჭერენ ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს." - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×