რეზონანსი
23.04.2024

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა „გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ხალხის ძალის" წევრმა დავით კაჭარავამ.

კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად გახდება მეტად დამოუკიდებელი და ევროკავშირში გაწევრიანდება ამაყად, ქვეყნის ფასეულობებისა და წინაპრების პატივისცემით.

„ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებლები და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით, - განაცხადა კაჭარავამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×