რეზონანსი
23.04.2024

უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს ინფორმაციას ზესტაფონის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შესახებ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" გიორგი წერეთელმა განაცხადა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა დააზუსტა, რომ საუბარია გზის 9-კილომეტრიან მონაკვეთზე.

„იცით, რომ უკვე შევძელით და რიკოთზე 2023 წელს გზის 27 კილომეტრი გავხსენით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები პირველ და მეოთხე მონაკვეთზე და ვპირდებით საზოგადოებას, რომ უახლოეს მომავალში ძალიან კარგ ინფორმაციას მივაწვდით რიკოთის განვითარებასთან დაკავშირებით.

ვაანონსებდით, რომ მაისში გაიხსნებოდა ზესტაფონის შემოვლითი გზის 9-კილომეტრიანი მონაკვეთი. საზოგადოებას ისევ ვპირდებით, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნული მონაკვეთი გახსნილი იქნება და მოხსნილი იქნება ის პრობლემა, რაც უკავშირდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საცობებსა და გადაადგილების შეზღუდვას", - განაცხადა წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×