რეზონანსი
23.04.2024

„[ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან], ევროპული ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რაც, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დაუშვებელია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილის თქმით, „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზას მტკიცედ ადგას და გამჭვირვალობა წმინდად ევროპული ღირებულებაა.“

„ფაქტია, რომ თავად ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ ევროდირექტივას იღებს, რომელიც მალე ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი გახდება. ამ ფონზე საქართველოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება კითხვებს აჩენს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×