რეზონანსი
21.04.2024

მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ნოე რამოსია. მას ტამაულიპას შტატის ქალაქ სიუდად მანტეში დანით დაესხნენ თავს, როდესაც წინასაარჩევნო კამპნაიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ.

მერობის მეორე კანდიდატი ალბერტო ანტონიო გარსია კი, რომელიც ოახაკას ქალაქ სან ხოსე ინდიპენსიას მერობისთვის იბრძოდა, ოთხშაბათს გაუჩინარდა, ხოლო დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც მედია წერს, 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში მონაწილე მოკლულ პოლიტიკოსთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×