რეზონანსი
21.04.2024

"ქართული ოცნება" ბარიერია ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, - ასე ეხმიანება ოპოზიცინერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.  ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებისთის მტერი ევროპაა და არა ოკუპანტი რუსეთი, რაც ექსპრემიერის განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო.

ეს რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელსაც ღარიბაშვილი ევროპას აბრალებს, ამ მოცემულობაში, კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ რეალურად, „ქართული ოცნებაა“ ბარიერი ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე, მათთვის მტერი არის დასავლეთი და არა ოკუპანტი რუსეთი. ისინი ჯიბრში უდგებიან საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას და დასავლეთს, რომლის დახმარებითაც ამდენი ხანია საქართელოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ინარჩუნებს. ის, რაც უნდა ხალხს და რასაც უპირისიპირდება ღარიბაშვილი, კიდევ ერთხელ აჩვენებს კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელსაც ისნი რუსული კანონის და მათ შორის ოფშორების ლეგალიზაციით საქართველოში ახდენენ, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხოდ ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროპული ალიანსის წევრობისთვის მზად არ არის. მძიმე განცხადება გადაყენებულმა პრემიერმა გუშინ გააკეთა და დასავლეთს გარკვეულწილად ულტიმატუმი წაუყენა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ევროკავშირი მის წევრ ქვეყანად აღიარებს, მაშინ რუსული კანონის გაუქმება თუ გადახედვა "ოცნების" მხრიდან მარტივად მოხდება.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×