რეზონანსი
19.04.2024

„წარმოუდგენელი მისიაა გამრუდებულ, გაუკუღმართებულ რეალობაში ლოგიკასა და ფაქტებზე დაყრდნობით ვინმეს რამე გააგებინო. ელაპარაკო იმაზე, თუ რა დირესა და ბეწვზე მიდის საუბარი საკუთარსა და მოყვასის თვალში", - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

დავით ქართველიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე ქართველი სამართალდამცველების ქცევა და აშშ-ში, Black Lives Matter (BLM) მოძრაობის დროს, ამერიკელი სამართალდამცველების ქცევა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ დასავლეთი საქართველოს მიმართ კვლავ ორმაგ სტანდარტებს იყენებს.

„ამას წინათ მოვიყვანე სტატისტიკა Black Lives Matter (BLM) მოძრაობის დროს, ამერიკაში, თითქმის 7-8 თვის განმავლობაში მიმდინარე არეულობის დროს, სადაც, რა ჟურნალისტის უფლებების დაცვა, რა პოლიციის უფლებების დაცვა - სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს, 14 000 ადამიანი ისე დააკავეს, როგორც არაფერი. დღეს კი დასავლეთი აღშფოთებითა და შეშფოთებით გველაპარაკება იმ 11 ახალგაზრდაზე, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე. ესეც თუ არ გააკეთა სახელმწიფომ, მაშინ საერთოდ უნდა დავხიოთ კონსტიტუციაც და ყველაფერიც", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×