რეზონანსი
18.04.2024

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, 38 წლის კაცი მეუღლესთან და დასთან ერთად ავადმყოფი ბებიის სანახავად დედოფლისწყაროში მიდიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.

და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უმძიმეს ავარიაში დაღუპულები ვალერი და თამუნა ფრიდონაშვილები არაინ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×