რეზონანსი
17.04.2024

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის უკან გაწვევის შესახებ და მასობრივი პროტესტებისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა და ამ კანონმდებლობის საბოლოო დამტკიცება ნეგატიურად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც წვლილი შეაქვს ევროკავშირის წევრობისკენ ქვეყნის წარმატებულ პროგრესში. შეთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციების შესაძლებლობას, იმუშაონ თავისუფლად, შესაძლოა, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უსამართლოდ მოახდინოს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებელი მოაქვთ. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს კანონის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროკავშირისკენ საქართველოს გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×