რეზონანსი
29.03.2024

გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ ითხოვს მისი პარტია სააკაშვილის გადაყვანას. პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოცნებაც და ენმ-ც სააკაშვილს იყენებენ.

„თუ ჯანმრთელია ეს ადამიანი და მკურნალობა არ სჭირდება, მისივე ინტერესების გამო, იმიტომ, რომ მისი ქეისი და მისი შემთხვევა პოლიტიკურად არ გამოიყენოს ყველამ, ვისაც არ ეზარება, რა თქმა უნდა, მისთვისვე სჯობია, რომ ამ პოლიტიკური თემიდან გაიყვანონ. ამ პოლიტიკური თემიდან თუ სააკაშვილი გაიყვანეს, ჩნდება შესაძლებლობა, ჰუმანიტარულ განზომილებაში მის პრობლემა გადაწყდეს, რა გგონიათ, მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია და ამ სამარცხვინო კადრებს რომ ანახებს „ოცნება“ მთელ მსოფლიოს, თქვენ გგონიათ ეს მე მომწონს? არ მომწონს.

ყველა ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის თემაში პოლიტიკურ განზომილებას აყენებს ჰუმანიტარულ განზომილებაზე მაღლა, არის მისი მტერი. ნაცებიც იმავეს აკეთებენ - ნაცებიც სპეკულირებენ და ვაჭრობენ ციხეში მყოფი ადამიანის სიტყვით, გამონათქვამით. გინახავთ, რომელიმე პატიმარი ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც სასამართლო დარბაზიდან საქმის არსებით განხილვისას, საუბრობდეს პოლიტიკური მესიჯებით და ფაქტობრივად, პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდნენ. თქვენ იცით, რომელიმე სხვა პატიმარი, რომელიც ორი წელია თითქმის, სამკურნალო დაწესებულებაშია? ჩვენ არ მოგვითხოვია სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, მოვითხოვეთ, მარტივი რამ გვითხარით, რატომ აძლევს სასამართლო სისტემა და პროკურატურა ადამიანს, იმის მაგივრად, რომ იმსჯელოს საქმის არსებით თემებზე, პოლიტიკური მესიჯები - იმიტომ, რომ იყენებენ. 

ოცნებაც იყენებს სააკაშვილს, რომ მისგან როგორმე იქნებ საფრთხობელა შექმნან და ნაციონალური მოძრაობაც იყენებს, რომ იქნებ ამ მიშასგან, რაც არის დარჩენილი, რაღაც რესურსი დააკონვერტირონ. სიმართლე არის იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის დიდ ნაწილს სულ ფეხებზე კიდია მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობაც, მისი პოლიტიკური მომავალიც, მარტო თავის თავზე ფიქრობენ, ოცნებაც ცდილობს გამოიყენოს,“ - ამბობს გახარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×