რეზონანსი
27.03.2024

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უმთავრესია ერთობა და ყველამ ვნახეთ, ამას რა ძალა აქვს. როდესაც პროცესი სწორად მიდის, ყველა ერთიანია. რასაც ნაკრებში ფეხბურთელები გრძნობენ, ეს შემთხვევითი არ არის. შედეგი ყოველთვის დიდი შრომის და ერთმანეთისადმი დამოკიდებულების შემდეგ მოდის. დარწმუნებული ვარ, საბერძნეთთან მოგება ჩვენი ახალგაზრდებისთვის მაგალითი იქნება, რომ ყოველთვის ღირს, ოცნებისთვის ყველაფერი გააკეთო. 26 მარტის წარმატების მთავარი აზრი სწორედ ესაა - მომავალმა ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იშრომონ და დაუფასდებათ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, ეს კარგია, მაგრამ ასევე უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, წინ უფრო მეტი სიხარული გველოდება", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×