რეზონანსი
27.03.2024

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გუნდში არსებული ერთსულოვნება იყო, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში" განაცხადა.

„ვილის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. თუ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებ, არ არსებობს, არ დაფასდეს. ჩვენს ახალგაზრდებს ზუსტად ამას ვეუბნები. ეს ყველაფერი დღეს დაგვიბრუნდა და ძალიან მიხარია. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული (ხვიჩა კვარაცხელიას ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ლუქსემბურგთან შეხვედრა გამოტოვა), მაგრამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და ამან კიდევ უფრო გაგვაძლიერა. გვჯეროდა, რომ ეს შედეგს მოიტანდა და ასეც მოხდა. ესაა ერთიანობის შედეგი", განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×