რეზონანსი
27.03.2024

როგორც „როიტერი“ წერს, საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება არეული და ნერვული გამოდგა, ხოლო ძირითად დროში მხარეებს წარმატების მიღწევის ძალიან ცოტა შანსი ჰქონდათ.

სააგენტოს სტატიის მიხედვით, სიტუაცია პირველი ტაიმის ბოლოს დაიძაბა, როდესაც ორივე ნაკრების სათადარიგო სკამზე მყოფი ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ და საქართველოს ნაკრების სათადარიგო მეკარემ წითელი ბარათი მიიღო.

„როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დარღვევების გამო, ბერძენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს.

„ოპტიმისტურად განწყობილმა ქართველმა გულშემატკივრებმა თამაშის წინ სტადიონზე მიიტანეს პლაკატი წარწერით  – „საქართველომ ისტორია დაწერა“. თამაშის ბოლოს მათ ამაყად შეეძლოთ ამ პლაკატის აფრიალება, როდესაც ნიკა კვეკვესკირის პენალტის შემდეგ ბურთი ბადეში გაეხვია და საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე გაიყვანა“, – წერს „როიტრი“.

„მადლობა ქართველ ფანებს. მე ძალიან ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს. თქვენ იყავით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – ციტირებს ხვიჩა კვარაცხელიას სააგენტო „როიტერი“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×