რეზონანსი
09.03.2024

„პრაიდი" ფარად აეფარა რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვათქმევინეთ ერთი სიტყვა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ცუდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არატრადიციული ცხოვრების წესი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, უფლებების დაცვა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს, ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ მომავალი თაობებისა და საზოგადოების დაცვა ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე შედეგებისგან.

„პრაიდი" ფარად აეფარა რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვათქმევინეთ ერთი სიტყვა - რომ ლგბტ პროპაგანდა არის ცუდი, რომ ნებისმიერი განსხვავების და არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, უფლებების დაცვა არათუ კარგია, უპირობო ამოცანაა. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ რადიკალიზმის ყოველგვარი რისკი ან ერთი, ან მეორე მხრიდან - ულტრაკონსერვატიული თუ ულტრალიბერალური მიმართულებიდან, მაგრამ ვინც კი რეალურად ფიქრობს ამ ქვეყნის მომავალსა და ჩვენს შვილებზე, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, არატრადიციული ცხოვრების წესი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, უფლებების დაცვა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს. ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი თაობებისა და საზოგადოების დაცვა ლგბტ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე შედეგებისგან. ეს მიდგომა სწორია, კარგია თუ არ არის კარგი, ამაზე პასუხი ვერ გაგვცეს დღემდე. ერთადერთი, რაც მათ ფარად აიფარეს, ეს იყო პარტნიორებთან და დონორებთან „პრაიდის" მიერ გაგზავნილი წერილი", - აღნიშნა მდინარაძემ.

„ქრონიკამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი" ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი" სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×