„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ არაადამიანური და სასტიკი რეჟიმი ჰქონდათ და მოსახლეობას ჩაგრავდნენ, აღიარა როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ჩამოიტყუეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რადგან ერთმანეთთან შიდა ბრძოლაში სჭირდებოდათ
„მელიამ ასევე აღიარა, რომ დღეს პარტიაში აქვთ არაფორმალური მმართველობა და იმ არაფორმალურ მმართველებს, როგორც მთელ პარტიას, აქვს უარყოფითი რეიტინგი და სადაც წავლენ ეს ლიდერები, ეს უარყოფითი რეიტინგიც გადაჰყვებათ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან".
„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.
ნიკა მელიამ ისიც განაცხადა, რომ მოსახლეობას აინტერესებს, თუ კი „ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება, „დავჩაგრავთ თუ არა, რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა და ემოცია".