რეზონანსი
02.04.2023

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მა­მამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი არ­ც ერ­თი პარ­ტი­ის წევ­რი არ არის.

„რა თქმა უნდა, თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვ. ორი დღეა ცუ­დად ვარ, მაგ­რამ გავ­მაგრდე­ბი. ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი. ჩემ შვილ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ მქო­ნია, უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რად ვა­რი­გებ­დი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ია­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლა­დობ­და თუ არა ის პო­ლი­ცი­ელ­ზე, ჯერ არ ვი­ცით, ალ­ბათ, დაგ­ვიმ­ტკი­ცე­ბენ. ჩემი შვი­ლი არ­ცერთ პარ­ტი­ა­ში არ იყო. როცა ნა­ხავ­და ტე­ლე­ვი­ზი­ით, რომ რო­ბო­კო­პე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან ხალ­ხის და­სარ­ბე­ვად, იც­ვამ­და და მო­დი­ო­და, ხალ­ხის გვერ­დით დგე­ბო­და. იქ არ იყო მი­სუ­ლი ვი­ღა­ცის და­ძა­ხე­ბით, ნახა, რომ დარ­ბე­ვის ვა­რი­ან­ტი იყო, გა­მო­ვარ­და სახ­ლი­დან და დად­გა რუს­თა­ველ­ზე.

ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემს შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბექა გრი­გო­რი­ა­დის­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×