რეზონანსი
19.03.2023

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საჯაროობას ემსახურებოდა და სწორედ გამჭვირვალობა აღიქვეს საფრთხედ იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც რეალურად თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავენ. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „იმედის კვირასთან" ისაუბრა.

„ეს საკითხი აბსოლუტურად არასწორად იყო მიწოდებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებისთვის და ეს იყო აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მონათლული ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ ინიციატივად. როდესაც ჩემს ქვეყანაში საქართველოსთვის საჭირო რომელიღაც სტრატეგიული პროექტი იბლოკება და ამის უკან დგანან ადამიანები თუ ორგანიზაციები, მე მაქვს ლოგიკური უფლება ვიცოდე, ვინ აფინანსებს ამ ხალხს, რათა გავერკვე, სინამდვილეში რა ინტერესების შეჯახება მოხდა", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საკუთარ დაფინანსებაზე საუბარი იმ ორგანიზაციებს უჭირს, ვინც პოლიტიკურ პარტიებსა ან წინა ხელისუფლებას უკავშირდება.

„ამის პრობლემა აქვს იმ ხალხს, ვისაც პარტიის სახელით აქვს დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია ან ვინც წინა ხელისუფლებაში იყო იმ იდეოლოგიის მხარდამჭერი, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევების, საკუთრების ხელყოფის, მედიაზე ტერორის სათავეში იდგა და დღეს ამოფარებულია არასამთავრობო ორგანიზაციებს. ზუსტად მათ აქვთ თავისი დაფინანსების გასაჯაროებისა და გამჭვირვალობის პრობლემა", - აღნიშნავს თალაკვაძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×